პერის ჰილტონის თქმით, დემი ლოვატოს დოკუმენტურმა ფილმმა საკუთარ წარსულზე საჯაროდ საუბრისაკენ უბიძგა

მემუარებში ჰილტონმა არაერთი საკითხი განიხილა. მათ შორის შემთხვევა, როცა P!nk-ის 2006 წლის მუსიკალურ ვიდეოში, სახელწოდებით – Stupid Girls საკუთარი თავის პაროდია იხილა.
ფოტო: ჯონი ნუნიეზი/Getty Images. ფოტო გადაღებულია „ხმისჩამწერი აკადემიისთვის“.

14 მარტს პერის ჰილტონის ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით Paris: The Memoir გამოიცა. მემუარებში ჰილტონი თავისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მცდარ წარმოდგენებზე საჯაროდ საუბრობს. 

როგორც ჰილტონმა აღნიშნა,  დემი ლოვატომ გულწრფელი დოკუმენტური ფილმით შთააგონა, რომ საჯაროდ გამოსულიყო და საკუთარი ისტორია მოეყოლა. „დოკუმენტურ ფილმში დემიმ თავისი მტკივნეული წარსული გაამხილა. პირადად მე ის ვნახე მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმღებლობის პროცესში იყო. მშურდა ამ მიმღებლობის, მსურდა ეს თავადაც შემძლებოდა.“ -აღნიშნა პერის ჰილტონმა დემი ლოვატოზე საუბრისას.

მემუარებში ჰილტონმა არაერთი საკითხი განიხილა. მათ შორის შემთხვევა, როცა P!nk-ის 2006 წლის მუსიკალურ ვიდეოში, სახელწოდებით  – Stupid Girls საკუთარი თავის პაროდია იხილა. „P!nk ამბიციური გოგოებზე მღეროდა, თუმცა ეს თვისება ჩემში განზრახ არ დაინახა“ –  თქვა პერისმა.  მუსიკალურ ვიდეოში ნაჩვენები პაროდია, პერის ჰილტონის „სექს-ჩანაწერს“ უკავშირდებოდა.

„[ეს ჩანაწერი] მაშინ გაკეთდა, როცა სრულწლოვანი ჯერ კიდევ არ ვიყავი. ვიდეო გამოაქვეყნეს და მისგან სარგებელი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიიღეს. როცა კადრები გავრცელდა, საჯარო აღშფოთება და ზიზღი ჩემ მიმართ წამოვიდა და არა მათ მიმართ, ვინც ვიდეო იყიდა და შემდეგ გაყიდა.“ – ამბობს ჰილტონი საკუთარ მემუარებში.

პერისმა ასევე განმარტა, თუ რა უძღოდა წინ ფოტოს, რომელზეც ის ბრიტნი სპირსთან  და ლინდსი ლოჰანთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჰილტონი მემუარებში ჰყვება, მან და სპირსმა ერთ-ერთი წვეულება ჩუმად, აბაზანის ფანჯრიდან დატოვეს, რათა მასპინძელს არ სწყენოდა. ამ დროს იმავე წვეულებას ლინდსი ლოჰანიც ტოვებდა. 

„ლინდსი მანქანაში ჩაჯდა, რაც ცოტა უცნაური იყო, რადგან Mercedes-Benz-ს ვმართავდი, რომელსაც მხოლოდ ორი ადგილი ჰქონდა“ – გაიხსენა პერის ჰილტონმა. მემუარების გამოცემას პერის ჰილტონი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. „დღეს ის დღეა, როცა ჩემი წიგნი – Paris: The Memoir უკვე ხელმისაწვდომია. წიგნის წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ღირებული ნაბიჯი იყო, რაც კი ოდესმე გადამიდგამს. მოუთმენლად ველი, რომ ნამდვილი მე გამიცნოთ.“- აღნიშნა ჰილტონმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

FKA Twigs - Calvin Klein-ის კამპანიაში

FKA Twigs-ის გამოუქვეყნებელი სიმღერა 2023 წლის Calvin Klein-ის გაზაფხულის კამპანიაში

შემდეგი სტატია

გაგა ფრანის პირველი ვინილის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი