გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის მაყურებლის რჩეული გახდა! ქართველ პიანისტს გადაეცა ახალგაზრდა ჟიურის პრიზიც! 

ჯამში გიგაშვილი ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. მას გადაეცა ისრაელის მშვიდობის პრიზი და ასევე პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის მაყურებლის რჩეული გახდა! კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა გუშინ, ფინალური სესიების დასრულების შემდეგ დასახელდა და ქართველ პიანისტს საერთაშორისო ჟიურიმ მეორე ადგილი მიანიჭა. დღეს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვა პრიზების მფლობელებიც დასახელდნენ. 

მაყურებლის რჩეულის გარდა, გიორგი გიგაშვილი გახდა კონკურსის ახალგაზრდა ჟიურის მიერ არჩეული გამარჯვებულიც. ქართველ პიანისტს გადაეცა ასევე ჯილდოები: ისრაელის მშვიდობის პრიზი და პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ჯამში ქართველი პიანისტი მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა!

დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდნენ ისრაელის ხუთი მუნიციპალიტეტის რჩეულებიც, სადაც ფინალური კონცერტები დიდ ეკრანზე გადაიცემოდა. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკუთარი აუდიტორიის რჩეული გამოავლინა, რომელსაც კონკურსის შემდგომ თავისთან უმასპინძლებს. ხუთი მუნიციპალიტეტიდან ოთხის რჩეული გიორგი გიგაშვილი გახდა, რის შემდეგაც წამყვანმა ქართველ პიანისტს მიმართა, რომ მას კიდევ ოთხ ქალაქში მოუწევდა დაკვრა. 

გიორგი გიგაშვილის ყოველ გამოცხადებას მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა. როცა წამყვანმა დარბაზს მიმართა, რომ ახლა სწორედ მათი რჩეულის გამოვლენის დრო იყო, მისი ვინაობის დასახელებამდე მცირე პაუზა გააკეთა. აუდიტორიამ კი ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი რჩეული და ვინაობის გამხელამდე აპლოდისმენტებით შეხვდა გამარჯვებულს, რის შემდეგაც წამყვანმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა გიორგი გიგაშვილი.

ნახეთ მაყურებლის რჩეულის დასახელება და დარბაზის რეაქცია

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator ახალი ალბომით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი