ABBA-ს გიტარისტი ლას ველანდერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

„იგი ბოლო დროს შეუძლოდ იყო, რაც საბოლოოდ სიმსივნე აღმოჩნდა.”
ლას ველანდერი 1979 წელს ABBA-ს ტურნეში
Gus Stewart/Redferns

ლას ველანდერი, წლების განმავლობაში ABBA-ს გიტარისტი, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ABBA-სა და მუსიკოსის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა, სადაც დაიწერა, რომ მუსიკოსი სიმსივნით გარდაიცვალა.

„ლასი ჩვენი ძვირფასი მეგობარი  და სუპერ გიტარისტი იყო. უდიდესი იყო მისი წვლილი ხმის ჩამწერ სტუდიაში ისევე, როგორც მისი გიტარის როლი სცენაზე,” – დაწერეს ABBA-ს წევრებმა ინსტაგრამზე. „ვგლოვობთ მის ტრაგიკულ და ნაადრევ გარდაცვალებას და გვახსოვს კეთილი სიტყვები, იუმორის გრძნობა, მოღიმარი სახე და მუსიკალური ბრწყინვალება კაცისა, რომელმაც განუყოფელი როლი ითამაშა ABBA-ს ისტორიაში. ძალიან მოგვენატრება და არასდროს დაგვავიწყდება.”

მუსიკოსის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კი ვკითხულობთ: „ენით აღუწერელი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენმა საყვარელმა ლასმა დაიძინა. ლასი ბოლო დროს შეუძლოდ იყო, რაც საბოლოოდ სიმსივნე აღმოჩნდა. ის მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. შენ საოცარი და იშვიათად თავმდაბალი მუსიკოსი იყავი. მაგრამ, პირველ რიგში, შენ იყავი საოცარი მეუღლე, მამა, ძმა, ბიძა და ბაბუა. კეთილი, მზრუნველი და სიყვარულით სავსე… და კიდევ მეტი, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერთ. დაუჯერებელია, რომ ახლა შენ გარეშე უნდა ვიცხოვროთ.”

მიუხედავად იმისა, რომ ველანდერი ABBA-ს ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, Მას დაკრული აქვს ABBA-ს არაერთ ჩანაწერში, ლაივ კონცერტებსა და ტურნეებში 1975, 1977, 1979 და 1980 წლებში. ბოლოს ველანდერის გიტარის პარტია ჯგუფის 2021 წლის ალბომში Voyage გამოჩნდა, რომელიც „ბილბორდის 200 ალბომის” ჩარტის მეორე ადგილზე მოხვდა. 

1970 – 1990 წლებში ველანდერი საავტორო მუსიკასაც ქმნიდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ კი  სოლო პროექტით 2017 წელს დაბრუნდა და რამდენიმე სინგლი და ერთი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Lasse Wellander 2017/2018. მისი უკანასკნელი სინგლი O Come, All Ye Faithful 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტიმოთი შალამე დოლბის თეატრში, ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე. 2022 წლის, მარტი. ფოტო: გილბერტ ფლორესი.

ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში ტიმოთი შალამე იმღერებს

შემდეგი სტატია

ჯესი ჯეის ფოტოებს „შეუფერებელი“ უწოდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი