VAQO-ს მარტივად მოსასმენი მძიმე მუსიკა

„ეს არის მარტივად მოსასმენი მძიმე ალბომი. მძიმე არა როგორც ჟღერადობა, არამედ ადამიანის ქცევათა მხარეების ჩვენებით.“
VAQO
VAQO

ვახტანგ ქანთარია, ფსევდონიმით VAQO ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობია. როკის და უფრო კონკრეტულად ფსიქოდელიური როკის ქართველი შემსრულებელი, ქართულ მუსიკალურ სივრცეში 2021 წლიდან აქტიურად ჩნდება და აუდიტორიას ქართულ ენოვან ავთენტურ მუსიკას სთავაზობს.

ქართული ფოლკ მოტივებით გაჟღენთილი VAQO-ს ქართული როკი იდეურადაც და იდეოლოგიურადაც გამორჩეული და უნიკალურია. სოციალური ტექსტები, აქტუალური და ხშირად მწარეც, რომელშიც თვითირონიასთან ერთად გულწრფელობა და სევდანარევი ნოსტალგიაც იგრძნობა.

აპრილის თვე ქართველი მუსიკოსის, ფსიქოდელიური როკის შემსრულებელ VAQO-თვის შემოქმედებითად დატვირთულია.

მუსიკოსმა აპრილში ორი ახალი ალბომი  „გილოცავ დაბადების დღეს“, „ადამიანები“ გამოსცა. უახლოეს მომავალში EP-ის „სუსპენზიას“ გამოცემასაც გეგმავს.

VAQO

სამივე ალბომის მთავარ კონცეპტუალურ ნაწილს პოპ მუსიკის განწყობა მოაქვს, რაც მუსიკოსის სხვა სიმღერებისგან განსხვავდება. მსუბუქი, გლუვი ჟღერადობა ბავშვობაში გაბრუნებს. ახალი ნამუშევრები 40-იანი, 60-იანი წლების კლასიკად ქცეული საესტრადო მუსიკით და სვინგის რიტმული მონახაზების შთაგონებით არის შექმნილი.

სუფთა ჟღერადობა და ადამიანურ ურთიერთობებზე აწყობილი ტექსტები კი, ერთგვარ მელანქოლიურ, ტკბილ ნოტაზე გაყენებს და ნოსტალგიურ ბგერებს გახსენებს.

VAQO

VAQO

„გილოცავ დაბადების დღეს“

„ალბომი „გილოცავ დაბადების დღეს“  2019-2020 წლებში იწერებოდა.  რა თქმა უნდა, 2022-ში გადავწერე რაღაცები ახლიდან. მაშინ არაჯეროვანი გარემო იდგა, უსიამოვნო. დიდ სტუდიებთან თხოვნით მისვლამ, რომ კარგი მელოდიები მაქვს და ალბომი ჩამაწერინეთ, ყველანაირი შესაძლებლობები ამოწურა. ოცჯერ მაინც მივიღე უარი. არ მწყენია. ეს რა თქმა უნდა, არ გამაჩერებდა, ეს ჩემი სტილი არ იქნებოდა. მომიწია უმაღლესი სოციალური მათემატიკის და სოციალური კვლევის კურსების ამეღო და როგორც მკვლევარმა მეშოვა მატერიალური საშუალება, მეყიდა აპარატურა. მარტოს მიწევდა აპარატურის შოვნა, ხმის რეჟისურის სწავლა, რაც დაახლოებით 100-მდე აპლიკაცია/პლაგინის და მინი პროგრამის შესწავლას ნიშნავდა. ბასის, დასარტყამის, ვოკალის და ათასი რამის ერთად. მაშინ ასე ვხედავდი: თბილისი არის შესაძლებლობების პლატფორმა, და მე მას საჩემოდ გამოვიყენებ, ეფექტურად, პატივით. არავინ მჭირდებოდა, საკმარისად მესმოდა ინსტრუმენტებზე დაკვრის, ამიტომ ყველა ინსტრუმენტზე მე დავუკარი. მახსოვს უანგარიშო დამოკიდებულებებიც, რად გინდა მუსიკა? სიღარიბეა და მსგავსის მოსმენა ყოველ ნაბიჯზე მიწევდა, ეს არ იყო ოჯახიდან, უბრალოდ უფროსი, გამოცდილი ადამიანები ლაპარაკობდნენ ამას. ვიცოდი ეს სიმართლე იყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი საერთოდ არ ესმოდათ. არავის. არც მანამდე, არც მერე. მატერიალური სიდუხჭირე გარშემო ნამდვილად დიდი იყო, ხალხი ცდილობდა სახლი და მანქანა ეშოვა. ამიტომ ტურისტულ ბიზნეს იწყებდა. მალე კოვიდ პანდემიაც დაიწყო. ბიზნესი ჩამოინგრა. მეც ჩაწერებს შევუდექი. პარალელურად ვუსმენდი „დიელოს“ 2010 წლის ალბომს “Dielo”, ასევე ალბომს არჩილ კერესელიძის სიმღერები,  პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტს, ჯილდა დათუაშვილს, ცაბაძეს და დავით თორაძესაც, ირაკლი უჩანეიშვილს, ვცდილობდი ფორტეპიანოს პარტიებისთვის მესმინა მეტი, მთავარი დამრტყმელი ძალა მასზე მოდიოდა, ვოკალები მანერული მეჩვენა. გადავწყვიტე ალბომი მსგავსი შემადგენლობით ჩამეწერა. რბილი, ცოცხიანი დასარტყამი, დახშული ბასი, აკუსტიკური გიტარა, მრავალ მელოდიური სვლა ერთ სიმღერაში და ვოკალური კეთილხმოვანება, პლუს სასიყვარულო ისტორიები, თავისი ბაჯაჯღანა მიმზიდველობით.

VAQO

რა თქმა უნდა, ამ ალბომის მთავარ გმირს, ძალიან კარგად ესმის ადამიანების, იმის, თუ როგორ იბრძვიან ისინი ბედნიერებისთვის და სინამდვილეში როგორ ტყუიან, მისი უნიათო, ბოროტი ფსიქიკური ხასიათით, რა აშინებთ და რას ფარავენ ამ შიშებით. სად ტყუიან, სად ვერ. სანამ პირს დააღებენ, რას იტყვიან და როგორ მოიქცევიან, ამიტომ  იგი ეძებს თეატრის და წინასწარ შექმნილი ცხოვრებისეული სცენარების იქით არსებულ სინამდვილეს, რომელიც თითქმის ყველას საერთო აქვს – სწრაფვა ბედნიერებისკენ, სიმშვიდისკენ, სიამოვნებისკენ უდარდელობისკენ, სხვადასხვა აქცენტებით.

ჯამში ესაა მარტივად მოსასმენი მძიმე ალბომი. მძიმე არა როგორც ჟღერადობა, არამედ ადამიანის ქცევათა მხარეების ჩვენებით.“

„ადამიანები“

ალბომი „ადამიანები“ რბილ, გლუვ რიტმებზე სვინგზე და ჯაზურ რბილ მუსიკაზეა დაყრდნობილი, სადაც სოციალური ტექსტებია ხაზგასმული. იმ სოციალური რეალობის და ყოფის ტექსტები, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ალბომის ყდაზე მედია დიზაინერმა თორნიკე თევზაძემ იმუშავა, რომლის მთავარი კონცეფციაც გაზეთის ყდაა. ერთი სიტყვით გაზეთ/ალბომ „ადამიანების“ ყდაზე სოციალურად აქტუალური ხუმრობებია დატანილი. ჯამში ალბომი სამ CD-ს აერთიანებს, სადაც მსუბუქი რიტმები, მძიმე რიტმებს ცვლის, ხოლო მესამე СD-ში ბალადებია შესული. ოცდაერთი სიმღერისგან შემდგარ სამივე СD-ს კონცეფციურად და შინაარსობრივად სოციალური კონტექსტის შემცველი ტექსტები აკავშირებს.

VAQO

VAQO

„პირველად ვიყენებ ჩემს შემოქმედებაში რეჩიტატიული ხასიათის ვოკალურ ხაზს, ეს არ არის რეპი ან ჰიპ ჰოპის მსგავსი რამ, უბრალოდ ლაპარაკობ ნოტებში, თუმცა არ მღერი. ეს არის პირადი ურთიერთობები, ეკონომიკური მდგომარეობა, გარკვეული წარსული სტერეოტიპები ქართულ პოპ კულტურაზე, როგორი უნდა ყოფილიყო, როგორი წარმოგვედგინა და სინამდვილეში რა უნდა იყოს.“

მოისმინეთ VAQO-ს მომავალი EP- დან სინგლი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტმა ინსტაგრამის ანგარიში დროებით გააუქმა

შემდეგი სტატია

მიშელ ობამა თავის ორ საკულტო მუსიკოსს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი