ზენდეია Louis Vuitton-ის კამპანიაში მონაწილეობს

ვარსკვლავი მოდის სახლის ჩანთის მოდელის – Capucines-ის სახეა.
Louis Vuitton

ზენდეია Louis Vuitton-ის ამბასადორად დასახელდა. ამის შესახებ მოდის სახლმა ოფიციალურად 20 აპრილს განაცხადა. მალევე, სერიალ Euphoria-ს ვარსვლავი ბრენდის ახალ კამპანიაში გამოჩნდა. კამპანია Louis Vuitton-ის ჩანთის მოდელს, სახელწოდებით Capucines-ს ეძღვნება. 

ეს  ზენდეიას და Louis Vuitton-ს შორის პირველი თანამშრომლობაა. ფოტოებში ზენდეია დღის შუქზე, ღია ცის ქვეშ პოზირებს და ჩანთის სხვადასხვა ფერის მოდელს წარადგენს. ფოტოები ფრანგულ რივიერაზე, „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ სახელით ცნობილ მხარეშია გადაღებული.

Louis Vuitton

მე Louis Vuitton-ის კამპანიების გარემოცვაში ვიზრდებოდი“- აღნიშნა ზენდეიამ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში. „ყველაზე მეტად 2000-იანების ის კამპანია მომწონდა, რომელშიც ნაომი კემპბელი მონაწილეობდა.

მოდის სახლის კამპანიამ მსახიობში ნოსტალგია მრავალმხრივ გააღვიძა. ვარსკვლავმა სოციალური ქსელების ადრეულ ეპოქაში Louis Vuitton-ის ვიზუალური შეფუთვის პოპულარობის პერიოდი გაიხსენა. „Myspace-ზე ყველას LV-ის პრინტი ეყენა, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად მეყენა“ – თქვა ზენდეიამ. 

ცოტა ხნის წინ, ზენდეია Valentino-ს ამბასადორი იყო. მსახიობმა იტალიური მოდის სახლთან თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში Met Gala-ზე სიმონ როშას კაბით წარდგა

შემდეგი სტატია

„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ კანდიდატთა შორის ჯორჯ მაიკლი ლიდერობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი