SZA ახალი სიმღერის გამოშვებას აანონსებს

არტისტმა ამ დროისათვის ბოლო ალბომი, სახელწოდებით S.O.S. ექვსი თვის წინ გამოსცა.
ფოტო: ჯეიკობ ვებსტერი

მუსიკოსმა SZA-მ ინსტაგრამზე ისტორია გამოაქვეყნა, რომლითაც მსმენელს  ახალი სიმღერის გამოცემაზე მიანიშნა. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებს არტისტის ე.წ. Სელფის. ვიდეოს ფონად კი მისი სიმღერა ისმის. 

არტისტმა ამ დროისათვის ბოლო ალბომი, სახელწოდებით S.O.S. 2022 წელის დეკემბერში გამოსცა. ნამუშევარი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტებში მოხვდა და პირველი ადგილი დაიკავა. გამოსვლის კვირაში ალბომს შეერთებული შტატების მასშტაბით 400 მილიონი სტრიმი ჰქონდა. 

ცოტა ხნის წინ არტისტმა ჟურნალ Elle-თან ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც საკუთარ მუსიკასა და ცხოვრებას ეხება და რატომ არასდროს არის პოპულარობაზე ორიენტირებული. „ვცდილობ ძალიან დიდად არაფერზე ვიდარდო, რადგან როდესაც რაიმეზე დიდ იმედებს ვამყარებ, ზოგჯერ იმედგაცრუებული ვრჩები.“ – აღნიშნა მუსიკოსმა. როგორც SZA-მ განმარტა, უამრავი გრემნიც რომ მიიღოს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ერთადერთი რეალობა ის არის, როდესაც მუსიკოსი ტურისას სტადიონებს ავსებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დეივ გროლი ფანებს Foo Fighters-ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

50 Cent ახალ ფილმში, სახელწოდებით Expend4bles მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი