eZo Festival – ადგილი სადაც ყველაზე ფერადი მუსიკა ჟღერს

გამორჩეული Line up-ით დატვირთული eZo Festival-9 ივნისს უცვლელ ადგილას, გაიხსნა.
eZo Festival
eZo Festival
როცა ბუნებაში მუსიკას, ზაფხულის დღეები ერწყმის, მაშინ ბგერები ყველაზე ჰარმონიულად ჟღერს. eZo Festival სწორედ იმ გამორჩეული ენერგეტიკის მქონე სივრცეა, სადაც ზღაპრული სამყარო დადებითად მუხტავს ადამიანს და ამაღლებულ  განწყობას უქმნის. 

წელს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ის არის, რომ ელექტრონული მუსიკის გარდა სცენა ლაივ შემსრულებელ, ახალგაზრდა ქალ არტისტებს დაეთმოთ. 

„წლევანდელი მთავარი სიახლე ჩემთვის არის ის, რომ უამრავი ახალი ადამიანი შემოუერთდა  eZo Festival-ს. ყველგან ხდება ეს, რაღაცნაირად იცვლის ტყავს საქმე და წელს  eZo Festival-ს ძალიან ბევრი ახალი და მოტივირებული ადამიანი შემოუერთდა, რომელმაც მე პირადად ახალი სუნთქვა გამიხსნა რათა ეს საქმე ისევ ისეთი მოტივაციით ვაკეთო, როგორსაც ამას პანდემიამდე ვაკეთებდი. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, სიახლე არის ის რომ  eZo Festival-ის ფორმატს ლაივები ემატება. ყველა  eZo იხსნება ქართველი როგორც უკვე ცნობილი ასევე ისეთი ტიპის არტისტებით, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ.“ – ვახუნა ქავთარაძე, eZo Festival-ის ორგანიზატორი.

ვახუნა ქავთარაძე, eZo Festival-ის ორგანიზატორი

ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების Line Up ასე გამოიყურებოდა:  Abdali, Autumn Tree, Beqa (Live), Chez Damier, Dandy Jack (Live), Fantastic Man, G.Kura, Kdema, Kink (Live), Luca Piermattei (Live), Nicole, Sumo, Tomma, Vas, Yves. წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში ლაივ კონცერტი შედგა და მსმენელის წინაშე ქალი არტისტები Anaman.Land,  DEENA, Creams წარდგნენ. ანამარია ბურდულმა იგივე Anaman.Land-მა  eZo Festival გახსნა.

„ძალიან მიხარია რომ  eZo Festival-ზე ტექნოსთან ერთად აქცენტი კეთდება ჩვენი თაობის ახალგაზრდა ქალ არტისტთა უშიშარ და არასტანდარტულ ხმებზე. საზოგადოებაში ანდერგრაუნდ მუსიკა უფრო ძლიერად შემოდის და  eZo Festival არის ადგილი, სადაც სხვადასხვა მიმართულების მუსიკის მოყვარული ხალხი ერთიანდება, ფესტივალი კი მათ ახალ მუსიკას აცნობს. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მიხარია თუ ჩემი თაობის ყველაზე საინტერესო, ახალი, არასტანდარტული ანდერგრაუნდ არტისტი ქალების მუსიკის ხმაში მეც ვიგულისხმები, სადაც შემიძლია ჩემ სათქმელი ვთქვა. Creams-ის და Deena-ს მუსიკაში ჩემთვის ის ენერგია ირეკლება, რომელიც ცდილობს დაშალოს და წინააღმდეგობა გაუწიოს დოგმატურ და სტანდარტულ ოპრესიულ კულტურის ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ლაივ შემსრულებელი სამივე არტისტი მუსიკალური ჟღერადობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ესეთ მასშტაბურ ფესტივალზე სადაც მრავალფეროვანი ხალხია, არა კონსერვატიული, ქვიარ ენერგიის მქონე ანდერგრაუნდ ქალ შემსრულებელთა მუსიკა, ტექნო მუსიკასთან ერთად გაჟღერდება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგ მუსიკალურ სინთეზს ქმნის. საქართველოში ასეთი ხელოვნება ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიურ ნიშურ სივრცეებშია ჩაკეტილი და ფართო აუდიტორიამდე მისვლას საჭიროებს, ეს ფესტივალი კი სწორედ ამას უწყობს ხელს.“ – Anaman.Land

მნიშვნელოვანი სოციალური თემატიკა და საგულისხმო აქცენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული არტისტ Deena-ს ტექსტებში უხვად გვხვდება. eZo Festival-ზე მუსიკოსმა სწორედ მსგავსი შინაარსის სიმღერები გააჟღერა. 

„პირველ რიგში ძალიან კარგი მგონია ის რომ ფესტივალმა გაითვალისწინა საავტორო მუსიკა და ლაივ შემსრულებლები და დაგვითმო სცენა ჩვენ, რაც მნიშვნელოვანია ამ სივრცის მხარდაჭერისთვის. მიხარია ისიც, რომ ფესტივალზე მე Creams და ანამარია ვართ. სამივეს ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკა გვაქვს, რაც პერფორმანსებს მრავალფეროვანს გახდის. მომწონს ის ფაქტი, რომ აქტიურ კომუნიკაციაში ვარ ორგანიზატორებთან, რაც საშუალებას მაძლევს, კითხვის ნიშანი არ დამრჩეს და კონცენტრირებული ვიყო ჩემს პერფორმანსზე. eZo Festival არის ჩემი პირველი ფესტივალი, სადაც გამოვედი, აქამდე ღია სივრცეში ლაივი არ მქონია. ძალიან აღელვებული ვარ, კარგად ვარ განწყობილი, ჩემ მსმენელთანაც უფრო უშუალო ურთიერთობა მაქვს და ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. რაც შეეხება ლაივს ვფიქრობ კონცეპტუალურად კარგად ვითარდება და მსმენელს ახალ დაურელიზებელ ტრეკებსაც შევთავაზებ.“ – DEENA

DEENA

„eZo Festival-ს ვფიქრობ მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ადგილობრივი სცენისთვის, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ლოკაცია, ესთეტიკა, მუსიკა, კომუნა რომელიც ამ ფესტივალის უკან დგას და მსმენელი. ყველაფერი ერთად საოცარ გარემოს ქმნის, საზეიმოს და დაუვიწყარ მოგონებებს გვიტოვებს. მნიშვნელოვანია, რომ  eZo ყოველწლიურად მასპინძლობს ძალიან საინტერესო საერთაშორისო და ლოკალურ არტისტებს, ასევე საშუალებას აძლევს დამწყებ არტისტებს საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ძალიან მომწონს ფესტივალის სიახლე ლაივ პერფორმანსების მიმართულებით და მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც ვითარდება  eZo. თანამშრომლობაც ძალიან საინტერესოა, გუნდური, შიგნიდან რომ აკვირდები რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული და როგორ ცდილობს ყველა უფრო და უფრო გააუმჯობესოს და განავითაროს მზესუმზირა/eZo  ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ჩემს რეზიდენტობას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რაც საშუალებას მაძლევს სხვადასხვანაირად გამოვხატო თავი და უფრო დავიხვეწო საკუთარ პროფესიაში.“ – Kdema, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და DJ.

მუსიკა, გარემო, სიმწვანე, ქალაქიდან ამოსულ მსმენელს ცოტა ხნით ყოველდღიურ რუტინას ავიწყებს. ფესტივალის მთავარი მიზანიც ვფიქრობ სწორედ ეს არის, როცა მოსულ სტუმრებს  ბედნიერების მუსიკას აზიარებ და ერთ კომუნას, ოჯახს ქმნი რომელსაც საერთო eZo ჰქვია.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent ახალ ფილმში, სახელწოდებით Expend4bles მონაწილეობს

შემდეგი სტატია

Sex and the City 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი