Ზენდეიამ და ტომ ჰოლანდმა ბიონსეს კონცერტზე ერთმანეთს სიმღერა Love on Top უმღერეს

ზენდეია და ტომ ჰოლანდი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ.
ფოტო: ემა მაკინტაირი


ინტერნეტში ზენდეიას და ტომ ჰოლანდის ერთობლივი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო ბიონსეს კონცერტის დროს ერთ-ერთმა მსმენელმა გადაიღო. აღნიშნული შოუ Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა. 

ჩანაწერში ბიონსე სცენაზე 2011 წლის ჰიტს სახელწოდებით Love on Top ასეულებს, ამ დროს კი კამერა სცენასთან მდგომ ზენდეიას და ჰოლანდს აფიქსირებს, რომლებიც პოპ ვარსკვლავს აჰყვებიან და ერთმანეთს ტრეკის მისამღერს უმღერიან. 

ზენდეია და ტომ ჰოლანდი ორი წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. მათი ურთიერთობა Spider-Man-ის გადაღებებისას დაიწყო.

ახლახან ტომ ჰოლანდმა Buzzfeed-ის ერთ-ერთ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 30 კითხვისათვის სწრაფად უნდა გაეცა პასუხი. საუბრის დროს ჰოლანდმა ზენდეია არაერთხელ ახსენა, მაგალითად მსახიობმა აღიარა, რომ ბავშვობაში მისი საყვარელი ცნობილი ადამიანი სწორედ ზენდეია იყო. ტომ ჰოლანდის თქმით, ზენდეიას თაყვანისმცემელი ჯერ კიდევ 2010-2013 წლებიდან არის, როცა მსახიობი Disney Channel-ის პროექტ Shake It Up-ში ნახა. ერთ-ერთ კითხვაზე ჰოლანდმა ასევე თქვა, რომ უკანასკნელი ადამიანი, ვისაც ე.წ. Მიმი გაუგზავნა, ზენდეია იყო. „ძალიან ბევრს [„მიმს“] მიგზავნის. რამდენიმე დღით ინსტაგრამი წავშალე და შემდეგ როდესაც კვლავ გადმოვწერე, მისგან ასობით [„მიმი“] დამხვდა.“ – აღნიშნა ტომ ჰოლანდმა Buzzfeed-ის ვიდეოში საუბრისას.

ნახეთ ზენდეიას და ტომ ჰოლანდის ვიდეო, რომელშიც წყვილი ბიონსეს კონცერტზე დასწრებისას არის გადაღებული:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკმა პოეზიის კრებული გამოსცა

შემდეგი სტატია

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავის ქალიშვილ მალიას დაბადების დღეზე, 2016 წლის 4 ივლისი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ფოტო: მანდელ ვგანი.

ბარაკ ობამა Prime Video-ს სერიალ Swarm-ის შესახებ, რომელიც მისი ქალიშვილის მალიას სცენარის მიხედვით შეიქმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი