მუსიკოსები ფილმ Barbie-ის პრემიერაზე

ნახეთ ფილმ Barbie-ის პრემიერაზე ნიკი მინაჟი, დუა ლიპა, ბილი აილიში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.
მარგო რობი და ნიკი მინაჟი Barbie-ს პრემიერაზე, Expo Hall-ში, 2023 წლის 9 ივლისი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაკნერი
მარგო რობი და ნიკი მინაჟი Barbie-ს პრემიერაზე, Expo Hall-ში, 2023 წლის 9 ივლისი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

9 ივლისს ჰოლივუდის ვარსკვლავები ფილმ Barbie-ს მსოფლიო პრემიერას დაესწრნენ. ფილმის რეჟისორი გრეტა გერვიგია, მთავარ როლში კი მარგო რობი (ბარბი) და რაიან გოსლინგი (კენი) არიან.

პრემიერას მსახიობების გარდა მუსიკოსებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ფილმის საუნდტრეკების შექმნაში მონაწილეობა მიიღეს. 

ფილმის საუნდტრეკებიდან რამდენიმე სიმღერა უკვე გამოვიდა, მათ შორის არის Charli XCX-ის Speed Drive, Karol G & Aldo Ranks-ის – სიმღერა Watati, PinkPantheress-ის Angel და Kaliii & Fifty Fifty-ის სიმღერა – Barbie Dreams. აღსანიშნავია, რომ დუა ლიპას სიმღერა Dance the Night ბილბორდის საუკეთესო ასეულში ოცდამეთერთმეტე ადგილზე მოხვდა, ხოლო ნიკი მინაჟის, Ice Spice & AQUA-ს სიმღერამ Barbie World ბილბორდის საუკეთესო ასეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ფილმ Barbie-ის საუნდტრეკები ასევე შექმნეს არტისტებმა: Lizzo, Tame Impala, Haim, Ava Max, Gayle, The Kid Laroi…

Barbie კინოთეატრებში 21 ივლისს გამოვა. ფილმის დებიუტამდე კი ნახეთ მუსიკოსების ფოტოები, რომლებიც ვარდისფერ ხალიჩაზე Barbie-ს პრემიერას დაესწრნენ.

დუა ლიპა

გრემის მფლობელი დუა ლიპა Barbie The Album-ის მთავარი სინგლის Dance the Night-ის შემსრულებელია, მომღერალი ვარდისფერ ხალიჩაზე Versace-ის კაბით წარსდგა. დუა ლიპა ფილმში ქალთევზა ბარბის განასახიერებს.

ფოტო: კრისტოფერ პოლკი - დუა ლიპა
ფოტო: კრისტოფერ პოლკი – დუა ლიპა

Karol G

Karol G ფილმ Barbie-ს მსოფლიო პრემიერაზე 60-იანი წლების სტილის დამახასიათებელი სამოსით აირჩია. იგი ალდო რანკსთან ერთად Barbie-ს საუნდტრეკ Watati-ს ასრულებს. 

ფოტო: მეთ ვინკელმაიერი - Karol G
ფოტო: მეთ ვინკელმაიერი – Karol G

ბილი აილიში 

ოსკარის მფლობელი ბილი აილიში Barbie-ს პრემიერაზე Ken-ს ასახიერებს. მისი ახალი საავტორო სიმღერა What Was I Made For ფილმის ერთ-ერთი საუნდტრეკია.

ფოტო: კრისტოფერ პოლკი - ბილი აილიში
ფოტო: კრისტოფერ პოლკი – ბილი აილიში

H.E.R

ოსკაროსანი H.E.R ძვირფას, ბრწყინავ მოკლე კაბაში  Barbie-ს პრემიერაზე.

ფოტო: კრისტოფერ პოლკი – H.E.R

დოვ კამერონი

მომღერალი და მსახიობი დოვ კამერონი Barbie-ის პრემიერაზე ვარდისფერ და შავ ტონებში შეიმოსა.

ფოტო: კრისტოფ პოლკი – დოვ კამერონი

მარკ რონსონი და გრეის გამერი

Barbie The Album-ის აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ რონსონი და მსახიობი გრეის გრამერი  Barbie-ს მსოფლიო პრემიერაზე.

ფოტო: მეთ ვინკელმაიერი მარკ რონსონი და გრეის გამერი
ფოტო: მეთ ვინკელმაიერი მარკ რონსონი და გრეის გამერი

HAIM – ალანა ჰაიმი, დანიელ ჰაიმი, ესტე ჰაიმი

გრემის მიერ ნომინირებულ ალტერნატიული-როკ ტრიო HAIM ვარდისფერ ხალიჩაზე.  

ფოტო: კრისტოფერ პოლკი ალანა ჰაიმი, დანიელ ჰეიმი, ესტე ჰაიმი
ფოტო: კრისტოფერ პოლკი – ალანა ჰაიმი, დანიელ ჰაიმი, ესტე ჰაიმი

კევინ პარკერი

კევინ პარკერი Tame Impala -დან Barbie -ს მსოფლიო პრემიერას ღია ცისფერ ვერსაჩეს ტანისამოსში გამოწყობილი ესწრება. Barbie The Album-ში მისი ახალი საავტორო სიმღერა Journey to the Real World არის შესული.

ფოტო: როდენ ეკენტროტი კევინ პარკერი
ფოტო: როდენ ეკენტროტი – კევინ პარკერი

კლაუდია სულევსკი და ფინეას ო’კონელი

ოსკაროსანი FINNEAS და მისი პარტნიორი კლაუდია სულევსკი ფილმ Barbie-ს პრემიერაზე ბარბის და კენის ინსპირაციით შექმნილ ტანისამოსში.

 ფოტო: კრისტოფერ პოლკი - კლაუდია სულევსკი და ფინეას ო'კონელი
ფოტო: კრისტოფერ პოლკი – კლაუდია სულევსკი და ფინეას ო’კონელი

Ava Max

მომღერალი Ava Max ფილმ  Barbie-ის მსოფლიო პრემიერაზე. ფილმში მისი ახალი საავტორო სიმღერა Choose Your Fighter-ია შესული.

ფოტო: მეთ ვინკელმაიერი - Ava Max
ფოტო: მეთ ვინკელმაიერი – Ava Max

FINNEAS  და ბილი აილიში

გრემის მფლობელი და-ძმა ბარბის და კენის შთაგონებით შექმნილ ტანისამოსში

ფოტო:  მეთ ვინკელმაიერი - FINNEAS  და ბილი აილიში
ფოტო: მეთ ვინკელმაიერი – FINNEAS და ბილი აილიში

ნიკი მინაჟი

Barbie -ს მსოფლიო პრემიერაზე  Barbie Diva-ს ინსპირაციით შექმნილ სამოსში.

ფოტო: კრისტოფერ პოლკი - ნიკი მინაჟი
ფოტო: კრისტოფერ პოლკი – ნიკი მინაჟი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეჰემ ნეში ჯონ ლენონის სახელობის საპატიო ჯილდოს მიიღებს

შემდეგი სტატია

ბილი ჯოელი Madison Square Garden-ში 2019 წლის 28 აგვისტოს. ფოტო: ტეილორ ჰილი

რას ფიქრობს ბილი ჯოელი ბენდ Fall Out Boy-ს შესრულებული სიმღერის We Didn’t Start the Fire-ის ახალ ვერსიაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი