ედ შირანს დეტროიტის სცენაზე ემინემი შეუერთდა

„მადლობა, ედ. გაფასებ, დეტროიტ” – თქვა ემინემმა სცენიდან.
ემინემი და ედ შირანი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2022 წლის ცერემონიაზე
Jeff Kravitz/FilmMagic

ემინემი და ედ შირანი დეტროიტის სცენაზე ერთად წარდგნენ. ეს რეპერის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მისი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის შემდეგ. ემინემი შირანის ტურნეს ბოლო კონცერტს შეუერთდა და მასთან ერთად თავისი ორი სიმღერა შეასრულა. 

„ყოველთვის მიხარია დეტროიტში ჩამოსვლა და სიმღერა” – უთხრა ედ შირანმა აუდიტორიას. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ემინემი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტია და თქვა: „ვიფიქრე, იქნებ შემეძლო მისი ერთ-ერთი სიმღერის ქავერის თქვენთვის შესრულება.” და შირანმა ბენდთან ერთად ემინემის ჰიტის Lose Yourself-ის დაკვრა დაიწყო. Სიმღერის დასაწყისის შესრულების შემდეგ კი სცენაზე სიურპრიზად ემინემი გამოჩნდა და სიმღერა განაგრძო. 

შირანმა ფანებს უთხრა, რომ ემინემი მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულებას აპირებდა. „მე კი ვუთხარი: არ შეიძლება დეტროიტში ჩამოხვიდე და მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერო. გინდათ მეორეც მოისმინოთ?” ამის შემდეგ მუსიკოსებმა ემინემის 2000 წლის ჰიტი Stan იმღერეს, რომელშიც შირანმა Dido-ს პარტია შეასრულა. „მადლობა, ედ. გაფასებ, დეტროიტ. მიყვარხართ!” – მიმართა შირანსა და მაყურებელს ემინემმა სცენის დატოვებამდე. 

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს მართლაც საოცარი იყო” – თქვა შირანმა, სანამ შემდეგ სიმღერაზე გადავიდოდა. „ეს ისეთი დასამახსოვრებელი საღამოა, არასდროს დამავიწყდება.”

ედ შირანი და ემინები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. შირანი მიწვეული არტისტი იყო ემინემის სინგლში River 2017 წლის ალბომიდან Revival. ემინემი კი ედ შირანის Remember the Name-ში გამოჩნდა 2019 წლის ალბომში No. 6 Collaborations Project.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„მადამ ტუსოს“ მუზეუმმა ჰარის ტაილსის 7 ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

შემდეგი სტატია

TKESHI – ახალ მედია მიმართულებებზე ორიენტირებული აუდიო ვიზუალური ფესტივალი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი