„მადამ ტუსოს“ მუზეუმმა ჰარის ტაილსის 7 ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

Პოპ ვარსკვლავის ფიგურები მსოფლიო მასშტაბით მდებარე სხვადასხვა ფილიალში განთავსდება.
ფოტო: „მადამ ტუსოს“ მუზეუმის არქივი.


„მადამ ტუსოს“ მუზეუმი, მსოფლიო მასშტაბით მდებარე სხვადასხვა ფილიალში ჰარი სტაილსის შვიდ ახალ ფიგურას განათავსებს. ცვილის ფიგურები ვარსკვლავის ყველაზე ცნობილი კოსტიუმებით არიან წარმოდგენილი. ეს არის კოსტიუმები წითელი ხალიჩიდან და მუსიკალური შოუებიდან.

ჰარი სტაილსის ცვილის სკულპტურები ლონდონში, ნიუ იორკში, ჰოლივუდში, ამსტერდამში, ბერლინში, სინგაპურსა და სიდნეიში მდებარე ფილიალებში  დაიდგმება. ლონდონში მდებარე მუზეუმისათვის განკუთვნილ ფიგურას აცვია კოსტიუმი, რომლითაც ვარსკვლავი ფილმის სახელწოდებით My Policeman პრემიერაზე გამოჩნდა. „მადამ ტუსოს“ ლონდონის მუზეუმი ფიგურას საჯაროდ 27 ივლისს წარადგენს.

ნიუ იორკის მუზეუმში კი ჰარის ტაილსის ფიგურაზე დამთვალიერებელი იხილავს ცნობილ კოსტიუმს, რომლითაც ვარსკვლავი 2022 წლის Coachella-ს ფესტივალზე სიმღერის – As It Was შესრულებისას გამოჩნდა.

„ჰარი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარსკვლავია. მისი კონცერტები სავსეა აუდიტორიით, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ტურები აქვს და ასევე მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. არავინ უარყოფს, რომ მან თანამედროვე პოპ კულტურაზე ნამდვილად დიდი კვალი დატოვა“ – აღნიშნავს „მადამ ტუსოს“ მუზეუმის გლობალური ბრენდის ხელმძღვანელი ანჯელა ჯობსონი. „როდესაც მუზეუმისათვის შესაძლებლობა გაჩნდა, ვარსკვლავის ცვილის ფიგურა დაუყოვნებლივ დავამატეთ ჩვენს კოლექციაში. მოუთმენლად ველით, თუ როდის ნახავენ ფანები მის სკულპტურას ჩვენს შვიდ ფილიალში.“

ნახეთ ჰარი სტაილსის ცვილის ფიგურები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ

შემდეგი სტატია

ედ შირანს დეტროიტის სცენაზე ემინემი შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი