მიკ ფლიტვუდის რესტორანი ჰავაის ხანძარს შეეწირა

მაუის ხანძარს ამ ეტაპზე 55 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქი ლაჰაინა მაუის ხანძრის შემდეგ
PATRICK T. FALLON/AFP via Getty Images

ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, 21-ე საუკუნის მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი აშშ-ში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფაა ჰავაის ისტორიაში. ტყის ხანძარს ამ ეტაპისთვის 55 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუირებულია 11000-ზე მეტი ადამიანი. განადგურდა 1700 შენობა.

დამწვარ შენობათა შორისაა Fleetwood Mac-ის დრამერის მიკ ფლიტვუდის რესტორანი Fleetwood’s. „მაუი და ლაჰაინა უკვე რამდენიმე ათწლეულია, ჩემი სახლია,” – დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე. „ეს გამანადგურებელი მომენტია მაუისთვის. Fleetwood’s დავკარგეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გულგატეხილები ვართ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებაა. მე და ჩემი ოჯახი ვლოცულობთ მაუის ხალხისთვის და უახლოეს დღეებში, თვეებსა თუ წლებში მხარს დავუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კატასტროფით დაზარალდა.”

ფლიტვუდი, რომელმაც რესტორანი მაუიზე 2012 წელს გახსნა, მხოლოდ ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, ვინც ამ კუნძულთანაა დაკავშირებული და ვინც მასზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მათ შორის არიან ბეტ მიდლერი, ბარაკ ობამა, ჯეისონ მომოა და სხვები.

ნახეთ მათი განცხადებები

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რასელ ბრენდის თქმით, კეტი პერისთან ქორწინება „ცოტა ქაოსური” იყო

შემდეგი სტატია

ბობ დილანი მეგობრის, რობი რობერტსონის გარდაცვალებას ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი