Diddy-მ ახალი ალბომი გამოსცა

ალბომი მოწვეულ ვარსკვლავებთან კოლაბორაციებითაა დატვირთული.
Diddy
STEVEN GOMILLION

Diddy-მ ახალი ალბომი გამოსცა სახელწოდებით The Love Album: Off the Grid. ალბომი მოიცავს ისეთ მოწვეულ ვარსკვლავებს, როგორებიცაა ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები. „მუსიკა ჩემი პირველი სიყვარულია და მუსიკამ მომცა ცხოვრების მეორე შანსიც. ასე რომ, სტუდიაში დაბრუნება და ამ ალბომის ჩაწერა ძალიან ემოციური გამოცდილება იყო, რომელმაც ჩემს თავთან და ჩემს მიზანთან დამაახლოვა,” – აღნიშნავს დიდი პრესრელიზში. „ეს ალბომი იმისთვის არ შექმნილა, რომ დღევანდელი ტრენდების რელევანტური იყოს. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანის სულს შეეხოს და თავისუფლად გამოთქვას ჩემი ისტორია საუკეთესო არტისტებთან, მწერლებთან და პროდიუსერებთან ერთად, რომლებმაც R&B-ის მომავალი განსაზღვრეს. 

The Love Album: Off the Grid რეპერის პირველი სოლო ალბომია  2006 წელს გამოცემული Press Play-ის შემდეგ. ბილბორდთან ინტერვიუში Diddy ახალ ალბომზე საუბრობს: „ეს არ არის მხოლოდ R&B ალბომი. ეს არის R&B ფილმი სიყვარულზე. ეს არის ტალანტების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია – ყველა ერთ ალბომში გაერთიანებული. ასევე პატივი მერგო, რომ ალბომში The Weeknd-ის კარიერის ბოლო მუსიკალური კოლაბორაცია მქონოდა.”

 მოუსმინეთ ალბომს The Love Album: Off the Grid

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კორტნი კარდაშიანი ტურნეში დაბრუნებულ მეუღლეს სტატუსს უძღვნის: “ჩემი ქმარი მენატრება” 

შემდეგი სტატია

SZA-მ ჯასტინ ბიბერთან კოლაბორაციით სიმღერის სახელწოდებით Snooze ახალი ვერსია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი