BTS-ის V პროექტში Tiny Desk სოლო კონცერტით წარდგა

V-მ სოლო სტუდიური ალბომიდან Layover სამი სიმღერა შეასრულა.

BTS-ის წევრმა, რომელიც მსმენელისათვის V-ის სახელით არის ცნობილი, პროექტისათვის Tiny Desk Korea სოლო მუსიკალური სესია შეასრულა. Tiny Desk ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის National Public Radio-ს საერთაშორისო სპეციალური პროგრამაა.

V-ის სესია აგვისტოში, სეულში ჩაიწერა. პროგრამაზე ფროდაქშენის სპეციალურმა გუნდმა იმუშავა. სესიისათვის შეიქმნა ბენდიც, რომელიც რვა წევრისაგან შედგება. ბევრი მათგანი ჩაწერისათვის შეერთებული შტატებიდან სეულში სპეციალურად ჩავიდა.  

V-მ სოლო სტუდიური ალბომიდან Layover სამი სიმღერა შეასრულა. Love Me Again, Slow Dancing და For Us – თერთმეტ წუთიანი სესიის მსვლელობისას ეს კომპოზიციები გაჟღერდა. „ეს სიმღერები სიმშვიდის განცდას აღძრავს. თითქოს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, დამამშვიდებელ პაუზას გვთავაზობენ“ –  მშობლიურ ენაზე აღნიშნავს არტისტი ჩანაწერში.

არტისტმა Layover 8 სექტემბერს გამოსცა და ის მსმენელმა კარგად მიიღო. K-pop-ის შემსრულებელმა არტისტმა ალბომში ექვსი ტრეკი გააერთიანა. 

აღსანიშნავია, რომ V-სათვის Tiny Desk-ის ფორმატი სიახლე არ არის. BTS-მა პროგრამისათვის მუსიკალური სესიები 2020 და 2022 წლებში ჩაწერა. 

ნახეთ  Tiny Desk-ის უახლესი ეპიზოდი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-მ ჯასტინ ბიბერთან კოლაბორაციით სიმღერის სახელწოდებით Snooze ახალი ვერსია წარადგინა

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი – მუსიკოსი სხვა სამყაროდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი