„ეს სასიკვდილო ხაფანგი იყო”: ისრაელის ფესტივალის ტერაქტს გადარჩენილები გაქცევის ამბავს ჰყვებიან

„ისინი მხოლოდ ბავშვები იყვნენ, რომლებიც ფესტივალზე წავიდნენ.”
ფესტივალის ტერიტორი თავდასხმის შემდეგ
Baz Ratner for The Washington Post via Getty Images

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი” ისრაელზე თავდასხმას განაგრძობს. ტერორისტული თავდასხმების ერთ-ერთი ცხელი წერტილი ღაზას საზღვართან ახლოს გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გახდა. 

ამ დრომდე, ისრაელის სამძებრო ორგანიზაცია „ზაკას” მონაცემებით, ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი. არ არის ცნობილი ჰამასის მიერ გატაცებულ ადამიანთა რაოდენობა. New York Times-ის მიხედვით, სამშაბათს მინიმუმ 150 ადამიანი იქნა გატაცებული, ზოგიერთი მათგანი სწორედ ფესტივალიდან.

ტერორისტულ თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და წინა დღეების ძალადობრივ ქმედებებს შორის აღნიშნა „ახალგაზრდა ადამიანების ხოცვა, როცა ისინი მშვიდობის აღსანიშნავად მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.” 

კვირის მონაცემებით, ტერაქტის შემდეგ ფესტივალის 600-700 მონაწილე იძებნებოდა. ფესტივალის ერთ-ერთი მენეჯერის თქმით, დაკარგულთა რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, თუმცა ისრაელის წყაროები დაახლოებით 150 ადამიანს ასახელებენ. ჯამში ფესტივალს 3000 ადამიანი ესწრებოდა. 

ისინი, ვინც გაქცევა მოახერხა, ტერორისტული თავდასხმის დეტალებსა და მათი გაქცევის ამბავს ჰყვებიან. მათ შორის არის შელი ბარელი, რომელიც ფესტივალზე სამკაულებსა და ტანსაცმელს ყიდდა. შაბათს გამთენიას, როცა სარაკეტო თავდასხმა დაიწყო, ბარელი და მისი მეუღლე მიწაზე დაწვნენ. მალე ფესტივალის დაცვამ დამსწრეებს გამოუცხადა, რომ გაქცეულიყვნენ, მანქანებთან მისულიყვნენ და ტერიტორია დაეტოვებინათ. ბარელმა და მისმა მეუღლემ 10 წუთი მოანდომეს ნივთების ჩალაგებას, შემდეგ ჩადეს მანქანაში და წავიდნენ. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ევაკუაცია სარაკეტო თავდასხმის გამო გამოცხადდა, რაც ისრაელში ჩვეულებრივი მოვლენაა.

მალე ისინი საცობში მოხვდნენ. აზრადაც არ მოსვლიათ, რომ შეიარაღებული ტერორისტები მოვიდნენ, უბრალოდ საცობისგან თავის არიდების მიზნით გზიდან გადაუხვიეს და მინდვრით წასვლა გადაწყვიტეს. რეალურად მათი სიცოცხლე ამ გადაწყვეტილებამ გადაარჩინა. 

„შემდეგ მივხვდი, რომ ტერორისტებმა დახოცეს ადამიანები წინა მანქანებში. ასე რომ, მათ აღარ შეეძლოთ მოძრაობა და დანარჩენები მათ უკან გაიჭედნენ. მათ შექმნეს საცობი ყველასთვის, ვინც უკან იყო. ეს სასიკვდილო ხაფანგი იყო.”

როცა ბარელმა და მისმა მეუღლემ მინდორი გაიარეს და გზაზე დაბრუნდნენ, ორ გაჩერებულ მანქანას მიადგნენ. ორივეს კარები ღია იყო, მგზავრები კი – გარდაცვლილები. 

ბარელის მეუღლემ მაშინვე მანქანა მოატრიალა და რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდამსხმელები იყვნენ. „გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავით, სრული სიჩქარით, მხოლოდ მოსახვევებში ვანელებდით სვლას. რაკეტები ჩვენ გარშემო ეცემოდა და ვიფიქრე, რომ ის მომენტი იყო, როცა უნდა გვეთქვა „მიყვარხარ” და ერთმანეთს დავმშვიდობებოდით.”

თუმცა, საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ და საბოლოოდ მიაღწიეს სახლს ცენტრალურ ისრაელში. სწორედ იქ აღმოაჩინეს, რომ მათი მეგობრებიდან ზოგი დახოცილი, ზოგი გატაცებული, ბევრი კი დაკარგული იყო. 

ნითაი, 26 წლის დაცვის თანამშრომელი თელ-ავივიდან, რომელიც ფესტივალს ესწრებოდა ჰყვება: „როცა გავრბოდი, მეგობარმა დამიძახა და მთხოვა, რომ თავისი დის პოვნაში დავხმარებოდი. მინდოდა მისი დახმარება, მაგრამ უნდა გავქცეულიყავი და დავმალულიყავი. ნითაიმ 16 კილომეტრი ირბინა და შემდეგ 10 საათის განმავლობაში ზეთისხილის ხეებში იმალებოდა. რაღაც მომენტში მან შეიარაღებული კაცები დაინახა, რომლებიც არაბულად საუბრობდნენ და იფიქრა, რომ იპოვეს. ისინი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ტოტებიდან მათ ფეხებს ხედავდა. „მამაჩემის სახელზე ვლოცულობდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ვემუდარებოდი, რომ დამხმარებოდა,” – იხსენებს ნითაი. 

შემდეგ კაცებმა ყვირილი დაიწყეს, რაც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამის მერე გაეცალნენ ტერიტორიას, სადაც ნითაი სხვებთან ერთად იმალებოდა. მათ შორის იყო ორი არგენტინელი ტურისტი. მათ კიდევ რამდენიმე საათი გაატარეს ადგილზე. შემდეგ კი ისრაელის მხარე მივიდა და უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ნითაი ამბობს, რომ მისი მეგობრის დის პოვნა ვერ შეძლო. 

უკვე ათწლეულებია, რაც ისრაელის საცეკვაო მუსიკის სცენა, შეიძლება ითქვას, რომ ყვავის. ყველა უიკენდზე, განსაკუთრებით მარტიდან ოქტომბრამდე, მთელ ისრაელში დიდი წვეულებები იმართება. მათი აუდიტორია 50-დან 10000 ადამიანამდე მერყეობს. ახლა უკვე რთულია იმის თქმა, თუ რა ბედი ეწევა ისრაელის მუსიკალურ სცენას ამ თავდასხმის შემდეგ.

წლების განმავლობაში ფესტივალის ერთ-ერთი პრომოუტერი და მენეჯერი ამბობს: „რაც აქ მოხდა, ეს კატასტროფაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის, რომ მსოფლიოს ვანახოთ, რომ ეს არის დანაშაული უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ მხარეს. ისინი მხოლოდ ბავშვები იყვნენ, რომლებიც წვეულებაზე წავიდნენ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერი მის პირველ სადღესასწაულო ალბომზე საუბრობს: „საშობაო ალბომის გამოცემას არ ვაპირებდი”

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ნია გუგავას რჩეული 5 არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი