Depeche Mode სტუმრად Late-Night Show-ში

დეივ გაჰანი და მარტინ გორი ჯიმი ფელონის გადაცემას The Tonight Show-ს ესტუმრნენ და ახალი ალბომიდან სიმღერა My Favourite Stranger შეასრულეს.
Depeche Mode - ფოტო: ანტონ კორბინი
Depeche Mode – ფოტო: ანტონ კორბინი

როდესაც Depeche Mode-ის თანადამფუძნებელი ენდი ფლეჩერი გულის დაავადებით გარდაიცვალა, ბენდის წევრებმა მუსიკის შექმნა განაგრძეს და სიკვდილს ასე დაუპირისპირდნენ.  

Depeche Mode-ს ამჟამინდელ შემადგენლობაში დეივ გაჰანი და მარტინ გორი არიან. ბენდმა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Memento Mori გამოუშვა, რაც ლათინურიდან  ასე ითარგმნება: „გახსოვდეს სიკვდილი“.

ალბომი დიდ ბრიტანეთში, Billboard 200-ში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. Memento Mori-ის ერთ-ერთი წამყვანი სინგლი Ghosts Again, Billboard-ის ალტერნატიულ-როკ ჩარტებში ტოპ ათეულში შევიდა.

ბენდი ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეში იმყოფება. 2024 წლის იანვარში Memento Mori-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში Depeche Mode  ევროპასაც ეწვევა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ამას ფლეტჩერის გარეშე ვაკეთებთ. ყველა სიმღერა მის გარდაცვალებამდე დაიწერა. თუმცა, ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა. როცა მსგავსი რაღაც შენს ცხოვრებაში ხდება სიმღერებიც იცვლება. ამ სიმღერებმა სხვა ფორმა და განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინეს, როცა ვმღეროდი ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაზე დიდი დოზით ფლეტჩერზე მეფიქრებოდა.“ – თქვა გაჰანმა Rolling Stone-თან ინტერვიუში.

ნახეთ, Depeche Mode-ის სტუმრობა The Tonight Show-ში. ბენდმა სიმღერა My Favourite Stranger შეასრულა, რომელიც ერთდროულად სიბნელეს და სინათლესაც ასახავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიბი კვაჭაძის სიმღერა გრემის ნომინანტობის კანდიდატია

შემდეგი სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Stolen Skies

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი