ნენსი სინატრა ამბობს, რომ კონცერტებისთვის უკვე ძალიან დაბერდა და ახლა მის მუსიკას მისი ქალიშვილები აცოცხლებენ

გთავაზობთ ბილბორდის ინტერვიუს ლეგენდარულ მომღერალთან.
ნენსი სინატრა
RON JOY/BOOTS ENTERPRISES INC

„როცა გავიგე, რომ Billboard-იდან უნდა დაგერეკათ, ის დრო გამახსენდა, როცა პირველად მოვხვდი ჩარტებში,” – უთხრა ნენსი სინატრამ Billboard-ს სატელეფონო საუბრისას. „მგონი, 89-ე ადგილზე ვიყავი.”

83 წლის პოპ ლეგენდის პირველი Billboard Hot 100-ის ჰიტი So Long Babe იყო, რომელიც 86-ე ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას თავი დაანება,  სიამოვნების იხსენებს თავის ხანგრძლივ კარიერას, მით უმეტეს, რომ სულ ახლახან გამოვიდა მისი შემოქმედების კრებული დისკისა და ვინილის სახით   თან როცა გამოვიდა მისი შემოქმედების ნაკრები დისკისა და ვინილის სახით Keep Walkin’: Singles, Demos & Rarities 1965-1978.

ნენსი სინატრა Billboard-თან ინტერვიუში მის შემოქმედებაზე საუბრობს: 

Როცა მუსიკის გამოშვება დაიწყეთ, თქვენ გქონდათ სინგლების სერია, რომლებიც ჩარტებში ვერ ხვდებოდნენ. საბოლოოდ კი ლი ჰაზელვუდთან მუშაობამ მოგიტანათ კარიერის განმსაზღვრელი ჰიტი These Boots Are Made for Walkin. მასთან მუშაობა სხვანაირი იყო?

ძალიან. უზომოდ ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ ლეიბლი ჩემთან თანამშრომლობას შეწყვეტდა, თუ რაიმე ისეთ მნიშვნელოვანს არ გავაკეთებდი, რომ ჩარტებში მოვხვედრილიყავი. ეს ნამდვილი ნერვების წყვეტა იყო.

მასთან მუშაობის შემდეგ დამშვიდება შეძელით?

უკეთ ვგრძნობდი თავს. ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ჩარტის სიმღერა, იყო ბიძგი იმისა, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა. ამან მომცა თავდაჯერება, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. 

Light In the Attic-მა თქვენი ნამუშევრები ახლიდან გამოსცა. ვფიქრობ, ამ კავშირის უკან თქვენი ქალიშვილი იდგა. 

საოცარია, როგორ დამეხმარნენ ჩემი შვილები. ჩემს ამ რეინკარნაციების უკან ჩემი ორივე ქალიშვილი დგას. მუდამ ვახერხებ ფეხზე წამოდგომას და ეს ეიჯეის და ამანდას შეუპოვრობის დამსახურებაა. ძალიან გამიმართლა. 

თქვენს სიმღერებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრს ფიქრობთ?

არა, მაგრამ მუდმივად ტვიტერზე ვარ, რომ ხალხთან კონტაქტი მქონდეს და სწორედ ისინი მახსენებენ ამ სიმღერებს. მაგრამ სასაცილო ისაა, რომ მათ ჩემი შემოქმედების ნახევარიც არ იციან. უამრავი სიმღერაა, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ. იმედი მაქვს, თუ ჩვენი პირველი პროექტები წარმატებული იქნება, ჩემს კატალოგსაც ჩაუღრმავდებიან, რადგან იმდენი სიმღერაა, რომელიც ხალხმა უნდა მოისმინოს. ახლა ალბომისა და წიგნის გამოცემით, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს, ახლიდან დავიბადე. წიგნს ჰქვია One for Your Dreams – არის ფრაზა სიმღერიდან You Only Live Twice. 

რახან ჯეიმს ბონდის მუსიკალური თემა ახსენეთ, გკითხავთ, მიჰყვებით ფილმის სერიებს?

დენიელ კრეიგი მიყვარს. ვგიჟდები მასზე. ძალიან კარგი ჯეიმს ბონდია. ბოლო სერიაში მართლა მოკვდა?

No Time to Die-ში? არ მგონია.

ღმერთო ჩემო, ააფეთქეს!

კი, მაგრამ მას ყველაფრიდან შეუძლია თავის დაღწევა.

იმედი მაქვს. 

სიმღერა ან მსახიობობა გენატრებათ?

ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს. მართალია, როცა ამბობენ, რომ ეს შენს სისხლშია. 

ოდესმე დაუბრუნდებით?

არა, ახლა ძალიან ბებერი ვარ. ვეღარ შევძლებ ტურნეს გამართვას. ვფიქრობ, კაცებს შეუძლიათ ეს, მაგრამ არ ვიცი ჩემი ასაკის ქალი, ვინც ტურნეს მართავს. თქვენ იცით? დოლი პარტონი ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა და ის კიდევ ატარებს. 

ფილმებშიც იღებდით მონაწილეობას, მაგრამ კინოინდუსტრიაში არ დარჩით. მსახიობობა ნაკლებად მოგწონდათ, ვიდრე მომღერლობა?

ძალიან ცუდი მსახიობი ვიყავი. ეს არასდროს მიტაცებდა. ვითამაშე იმ ფილმებში, რომლებსაც ჩემს ეპიკურ ფილმებს ვეძახი და გავჩერდი. 

საყვარელი სიმღერა თუ გაქვთ თქვენს სიმღერებს შორის?

მომწონს 100 Years, ლი ჰაზელვუდის სიმღერა. მომწონს ასევე Cuando Calienta el Sol. Bang Bang (My Baby Shot Me Down) ასევე ერთ-ერთი მათგანია.

ამ სიმღერამ მეორე სიცოცხლე შეიძინა Kill Bill-ის დამსახურებით.

ასე არ არის? სწორედ ამას ვამბობ. ჩემგან დამოუკიდებლად, სულ უკან ვბრუნდები. ზუსტად მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ წავედი, მათ უკან დამაბრუნეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Okean Elzy-ის კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage -4D MONSTER LOBSTERS

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი