სტივენ ტაილერს სექსუალური ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი ქალი უჩივის

როგორც მომჩივანი მიუთითებს, შემთხვევა 1975 წელს ნიუ იორკში მოხდა, როცა 17 წლის იყო, ტაილერი კი – 27-ის.
ფოტო: ემი სასმენი/Getty Images

Aerosmith-ის ვოკალისტი, სტივენ ტაილერი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. როგორც მომჩივანი მიუთითებს, შემთხვევა 1975 წელს ნიუ იორკში მოხდა, როცა 17 წლის იყო, ტაილერი კი – 27-ის. ქალის თქმით, მუსიკოსმა მას  ნების საწინააღმდეგოდ აკოცა.   ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე ყოფილმა მოდელმა, ჯინ ბელინომ აღნიშნა, რომ შემთხვევის შემდეგ, ის ემოციურ ტრავმას განიცდიდა.

„1975 წელი სტივენ ტაილერის კარიერაში ის დროა, როცა მუსიკოსმა ცნობადობა, ფული და როკ ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. ტაილერმა ძალაუფლებითა და გავლენით ისარგებლა, რათა მომჩივანზე ეძალადა“ – განაცხადა ბელინოს ადვოკატმა. 

 ჯინ ბელინო სარჩელში მიუთითებს, რომ იგი მეგობართან ერთად Aerosmith-ის წევრებს მანჰეტენზე შეხვდა. სეირნობის დროს სტივენ ტაილერმა ის სატელეფონო ჯიხურში ძალით შეიყვანა. 

როგორც ადვოკატმა განმარტა, ბელინო იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, რომ მან ჯგუფთან ერთად გზა განაგრძო სასტუმრო Warwick-მდე, სადაც ბენდის წევრები რჩებოდნენ. 

„სასტუმროში ბარის შესასვლელიდან შევიდნენ. აქ სტივენ ტაილერმა მომჩივანზე კიდევ ერთხელ იძალადა და კვლავ ძალით აკოცა“ – ამბობს ადვოკატი. 

სარჩელის მიხედვით, ამის შემდეგ როკ მუსიკოსი სასტუმროს ნომერში ავიდა, საიდანაც ბელინოს დაურეკა, თუმცა 17 წლის მოდელმა კარის კაცის დახმარებით სასტუმრო დატოვა და სახლში წავიდა. როგორც ბელინო ამბობს, მომხდარი ამბავი დაუყოვნებლივ თავის დას მოუყვა და ის ემოციური სტრესი გაუზიარა, რაც  აღნიშნულ საღამოს მიიღო. „ამ დროს მე უკონტროლოდ ვტიროდი“ – იხსენებს ბელინო. ადვოკატი  კი მიუთითებს, რომ ამის შემდეგ მოსარჩელე სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტებით მკურნალობა დასჭირდა, რათა სტრესს გამკლავებოდა. 

სტივენ ტაილერის წარმომადგენელს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

უახლოეს წარსულში სტივენ ტაილერს კიდევ ერთმა ქალმა უჩივლა. ჯულია ჰოლკომბი ამტკიცებს, რომ მუსიკოსი მასზე სამი წლის განმავლობაში ძალადობდა. ჰოლკომბის თქმით ყველაფერი1973 წელს დაიწყო, როცა 16 წლის იყო. მომჩივანი ამტკიცებს, რომ სტივენ ტაილერი თავის ბიოგრაფიულ წიგნში, სახელწოდებით Does the Noise in My Head Bother You?, სწორედ მასზე საუბრობს, როცა ახსენებს, რომ წლების წინ „ლამის თინეიჯერი მოიყვანა ცოლად“.

სტივენ ტაილერმა ჯულია ჰოლკომბის ბრალდებები უარყო და სასამართლოს სარჩელის გაბათილების მოთხოვნით მიმართა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2024 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია

შემდეგი სტატია

ტიმოთე შალამე SNL-ის პრომო ვიდეოში

ტიმოთე შალამე Saturday Night Live-ის პრომო ვიდეოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი