თბილისი ბაროკოს ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალი 30 ნოემბერს დასრულდება.
ფოტო: „თბილისის ბაროკო ფესტივალი”

ორი თვეა, რაც თბილისი უკვე ტრადიციად ქცეულ „თბილისის ბაროკო ფესტივალს” მასპინძლობს. ფესტივალს „საქართველოს სინფონიეტა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით ატარებს. 

წელს ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა. ნოემბრიდან კი საფესტივალო საღამოებმა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გადაინაცვლა.

10 ნოემბერს ფესტივალის სცენა, ტრადიციულად, „ქართულ-ევროპული საეკლესიო მუსიკის“ კონცერტს დაეთმო, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელის წინაშე წარდგნენ: ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, სოლისტები: ანა ონიანი (სოპრანო), მარგარიტა ცინცაძე (მეცო-სოპრანო), გურამ პაატიშვილი (ტენორი), ლევან ტაბატაძე (ბანი) და გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი. პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, მეორე განყოფილებაში კი,  პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდა.

15 ნოემბერს საოპერო მუსიკის მოყვარულთათვის კონცერტი Opera Gala გაიმართა. შესრულდა როგორც საორკესტრო ნაწარმოებები, ასევე საოპერო არიები და დუეტები. კონცერტში მონაწილეობდნენ მოწვეული მუსიკოსები აზერბაიჯანიდან: სოპრანო ფარიდა მამედოვა, კონტრტენორი ილჰამ ნაზარობი და დირიჟორი ეიუმ გულიევი. 

განსაკუთრებული საღამო შედგა 24 ნოემბერს. „საქართველოს სინფონიეტამ”  ზურა ბალანჩივაძესთან ერთად საბავშვო კონცერტი გამართა და პატარა მსმენელისებმა სცენაზე მუსიკით მოყოლილი „დონ კიხოტეს” თავგადასავალი იხილეს.

ფოტო: „თბილისის ბაროკო ფესტივალის”

27 ნოემბერს რუსთაველის თეატრის სცენა ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიტორს, გეორგ ფილიპ ტელემანსა და მის შემოქმედებას დაეთმო. „Საქართველოს სინფონიეტას” სოლისტებთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგნენ გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი იორგ ჰალუბეკი.

კონცერტების გარდა ფესტივალის ფარგლებში არაერთი მასტერკლასი და საჯარო ლექცია ჩატარდა. Საჯარო ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, 16, 20 და 25 ნოემბერს სხვადასხვა მუზეუმში გაიმართა. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალი” საზეიმოდ 30 ნოემბერს დაიხურება. დასკვნით კონცერტზე „საქართველოს სინფონიეტა” გერმანელ მუსიკოსებთან ქრისტინე ბუშთან და იორგ ჰალუბეკთან ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„წინანდლის პრემიამ” 2023 წლის ნომინანტები გამოავლინა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი - ფოტო: ნორმან ჟან რო

ჯენიფერ ლოპესი ახალი ალბომის This Is Me…Now-ს გამოსვლის თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი