„Billboard საქართველო” გირჩევთ: ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები

„Billboard საქართველო” შეეცადა, ამ სტატიაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაეერთიანებინა და მკითხველისათვის შეეთავაზებინა.

ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში მუსიკალური ინდუსტრია განსაკუთრებით აქტიური ხდება და ვენიუები აუდიტორიას სხვადასხვა კონცერტს სთავაზობს. „Billboard საქართველო” შეეცადა, ამ სტატიაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაეერთიანებინა და მკითხველისათვის შეეთავაზებინა.

გაეცანით საახალწლო პერიოდში დაგეგმილ მუსიკალურ ღონისძიებებს:

Boney M Reloaded, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ 

31 დეკემბერს, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“  სცენაზე მსმენელის წინაშე Boney M Reloaded წარდგება. სადღესასწაულო კონცერტზე შესრულდება ისეთი უკვდავი მსოფლიო ჰიტები, როგორებიც არის Daddy Cool, Sunny, Rivers of Babylon და ასე შემდეგ. საღამოს პროგრამა ასევე მოიცავს ქართულ ჯგუფს, სახელწოდებით  „ANIK“, რომელიც აერთიანებს როგორც ჰიპ-ჰოპის, ჰაუსის, ბოსა-ნოვას და სოულის ჟღერადობებს, ასევე ინსტრუმენტული და ვოკალური ჯაზის ელემენტებს.

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

Rejjie Snow, ძველი კინოსტუდიის პავილიონი “ადამი და ევა”

31 დეკემბერს, ძველ კინოსტუდიაში მსმენელის წინაშე ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Rejjie Snow წარდგება. აღსანიშნავია, რომ რეპერი 2023 წლის ზაფხულში, Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერი იყო. ამ საახალწლო ლაივის პროგრამაში ასევე ვხვდებით ისეთ ქართველ არტისტებს, როგორებიც არიან: Luna997, ჯერონიმო, ერეკლე დეისაძე, Sabana, Mush one, Hawa.

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

სტეფანე, Honore

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს Honore-ში სტეფანეს მუსიკალური ლაივი გაიმართება. მუსიკოსი  მსმენელის წინაშე თავის ბენდთან ერთად წარდგება. ლაივის შემდეგ საახალწლო ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს  Tomma და Nika J გააგრძელებენ. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

TAMADA,  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ 

1 იანვარს, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“  TAMADA-ს კონცერტი გაიმართება. კონცერტი Billboard Stage-ის მუსიკალური სერიების ფარგლებში ტარდება. კონცერტზე მსმენელი ელექტრონული მუსიკის და ქართული ეთნიკური ელემენტები ორიგინალური სინთეზს მოისმენს. TAMADA-ს კონცერტი გააგრძელებს Machaidze DJ სეტით. როგორც TAMADA ამბობს,  Billboard Stage-ზე ბევრი ახალი და მსმენელისათვის უცნობი ტრეკიც შესრულდება. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

Kordz, კლუბი MTKVARZE

1 და 2 იანვარს “მტკვარზე” KORDZ-ის მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება, სადაც მასთან ერთად ე.წ. საიდუმლო სპეციალური სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. KORDZ-ის საახალწლო ლაივები MTKVARZE უკვე ტრადიციად იქცა, წელს კი  კლუბი მსმენელს ორდღიან პროგრამას სთავაზობს.  

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

„მგზავრები“, Mono Hall

1 იანვარს Mono Hall-ში მგზავრების კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ჯგუფი კარგად ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად, ამ დროისათვის ბოლო ალბომში შესულ სიმღერებსაც შეასრულებს. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, Falestra

2 იანვარს, ბედობას, Falestra-ში პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და მუსიკოსი თემურიკო დიასამიძე ერიკა ბადუს დრამერთან ერთად მუსიკალურ ლაივს გამართავენ. საღამოს ასევე ეყოლება სპეციალური სტუმარი. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის  მომღერალი, რომელიც ცნობილი და ენერგიული სიმღერებით აუდიტორიას განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი, Mono Hall

საახალწლო მუსიკალური ღონისძიებების სიაში კიდევ ერთი გამორჩეული საღამო 5 იანვარს Mono Hall-ში გაიმართება. მსმენელის წინაშე ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი წარდგებიან. ორივე მუსიკოსის დამოუკიდებელი შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ  წარმატებულია. ამჯერად კი არტისტები კონცერტს კვლავ საერთო მუსიკალური პროექტის ფარგლებში გამართავენ.

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

Bedford Falls, Space Hall

„Billboard საქართველოს” საახალწლო ღონისძიებებს სიაშია Bedford Falls-ის კონცერტი, რომელიც 6  იანვარს Space Hall-ში გაიმართება. Bedford Falls ქართული მუსიკალური სივრცის გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ჯგუფია, რომლის შემოქმედება მსმენელისათვის განსაკუთრებით საყვარელ არაერთ სიმღერას აერთიანებს. ჯგუფის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები ამჯერად სწორედ Space Hall-ის სცენაზე გაჟღერდება. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ნოდარიკო ხუციშვილი, Silk Factory Studio

6 იანვარს, შობის ღამეს მულტიფუნქციურ სივრცეში – Silk Factory Studio ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს. საღამოს თემურიკო დიასამიძე და ზუკა ყიფო გააგრძელებენ. კონცერტზე სპეციალური სტუმრების სტატუსით მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან: რომა რცხილაძე, გუგა მაჭარაშვილი (Killages), კატო კვარაცხელია და დათო ევგენიძე. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ნიაზ დიასამიძე & 33ა, Mono Hall

7 იანვარს, შობის დღესასწაულზე Mono Hall-ში  ნიაზ დიასამიძე & 33ა-ს კონცერტი გაიმართება. მსმენელისათვის კარგად ნაცნობი და  საყვარელი მუსიკალური პროექტის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ამჯერად ეს რეპერტუარი Mono Hall-ის სცენაზე შესრულდება. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

ROUTE 94, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ 

2024 წლის 12 იანვარს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე Billboard Stage-ის მუსიკალური სერიების ფარგლებში კიდევ ერთი პოპულარული არტისტი წარდგება. კონცერტს ბრიტანელი მუსიკოსი, ROUTE 94-ს გამართავს. Route 94, იგივე Rowan Jones მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის განსაკუთრებით ცნობილი თავისი ჰიტით – My Love გახდა, რომელიც ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში არაერთხელ მოხვდა. Route 94 „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე თავისი ჰიტებით და განსხვავებული ჟანრობრივი ელემენტებით მდიდარი პროგრამით, ქართველ მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება. 

კონცერტის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

credits to: Maikowl Photographer

GMI Rights Management-ის 2023 წლის შეჯამება და ნომინაციები

შემდეგი სტატია

ბაკურ ბურდული - მუსიკოსი

„გილოცავ ახალ წელს“ – სიმღერის ისტორია – ბაკურ ბურდული

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი