გვენ სტეფანის თქმით 2024 წელს No Doubt ბრუნდება

გვენ სტეფანის თქმით Coachella-ს ფესტივალზე მონაწილეობა მათთვის ძალიან ამაღელვებელია
No Doubt - ფოტო: ტიმ რონი
No Doubt – ფოტო: ტიმ რონი

გვენ სტეფანი 40 წლის განმავლობაში  ჯგუფ No Doubt-ის ვოკალისტი იყო. 2013 წელს ბენდმა მუსიკალური პაუზა აიღო, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით კი Coachella-ს ფესტივალისთვის ბენდი კვლავ ერთიანდება. 

„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ნამდვილად არ გვაქვს გააზრებული შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ და როგორ, თუმცა ყველანი ძალიან აღელვებულნი ვართ. მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ამტყდარი ვნებათაღელვა რად ღირს, ეს ყველაფერი ჩვენ შთაგონებას გვაძლევს.“  უთხრა ჟურნალ People-ს გვენ სტეფანიმ.

ჯგუფმა ბოლო ალბომი სახელწოდებით  Push and Shove 2012 წელს  გამოსცა. 2015 წელს რამდენიმე შოუზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი სოლო პროექტებზე ფოკუსირდნენ. 

გვენ სტეფანი მუსიკალური მეგა შოუს The Voice-ის მწვრთნელია, ჟურნალ People-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ჯგუფის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თაყვანისმცემლების მხრიდან ასეთი გამოხმაურება მისთვის ძალიან ამაღელვებელია: „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პეპლები დაფრინავენ მუცელში, ეს სრულიად გასაოცარი რამ იქნება.“ – ამბობს გვენ სტეფანი.

ჯერჯერობით No Doubt-ს არ დაუზუსტებია მხოლოდ Coachella-ს ფესტივალზე წარდგება  ბენდი თუ სამომავლოდ ტურნეშიც წავლენ. ჯგუფის სოციალურ პლატფორმებზე კი Coachella-ს ფესტივალის თარიღია დაანონსებული: „აპრილში შევხვდებით უდაბნოში!!!” – ნათქვამია განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკაზე საავტორო უფლებების საქმე სასამართლო პროცესზე განიხილება 

შემდეგი სტატია

„ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს” –  ნინო ქათამაძის შემოქმედებითი გზა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი