2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ხუთივე ნომინანტი სიმღერა შესრულდება

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბილი აილიში და Finneas ოსკარის დაჯილდოებაზე მესამედ წარდგებიან
FINNEAS და ბილი აილიში ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე, 2022 წლის 27 მარტი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი
FINNEAS და ბილი აილიში ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე, 2022 წლის 27 მარტი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს გაიმართება, სადაც ხუთივე ნომინანტი სიმღერა სცენიდან შესრულდება. ბილი აილიში და Finneas შეასრულებენ სიმღერას What Was I Made For? კინოფილმიდან Barbie. Ამ სიმღერის გამარჯვების მოლოდინი საკმაოდ დიდია. წელს მუსიკოსი და-ძმა, ბილი აილიში და Finneas, ოსკარის დაჯილდოებაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამედ წარდგებიან. პირველად ეს 2020 წელს მოხდა და მათ Beatles-ის ლეგენდარული Yesterday შეასრულეს, მეორედ კი, 2022 წელს, ერთ-ერთი ნომინანტი სიმღერა, No Time to Die შეასრულეს, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. 

Becky G შეასრულებს სიმღერას The Fire Inside, რომელიც ფილმში Flamin’ Hot არის გამოყენებული. ის იყო ცნობილ ანიმაციურ ფილმ Encanto-ში შესული სიმღერის, We Don’t Talk About Bruno, ერთ-ერთი შემსრულებელი. ამ ვერსიამ ოსკარზე ორი წლის წინ გაიჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ნომინაციაზე არ იყო წარდგენილი. წელს ეს მუსიკოსისთვის, როგორც სოლო შემსრულებლისთვის, ოსკარზე სადებიუტო გამოსვლა ექნება და მას სიმღერის ავტორი დაიან უორენი შეუერთდება.

ფილმ Barbie-ის საუნდტრეკისთვის I’m Just Ken წლევანდელ ცერემონიაზე რაიან გოლსინგს მარკ რონსონი შეუერთდება. რონსონმა სიმღერა ენდრიუ უაიტთან ერთად დაწერა. ამ დუეტმა ხუთი წლის წინ ფილმ A Star Is Born-თვის შესრულებული სიმღერით Shallow გაიმარჯვა, რომელიც ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ შეასრულეს.

ოსკარის ცერემონიაზე  ფილმ Barbie-ის საუნდტრეკისთვის I’m Just Ken რაიან გოლსინგს მარკ რონსონი შეუერთდება. მარკ რონსონმა სიმღერა ენდრიუ უაიტთან ერთად დაწერა, ამ დუეტმა კი ხუთი წლის წინ ფილმ A Star Is Born-თვის სიმღერით Shallow გაიმარჯვეს, რომელიც მაშინ ბრედლი კუპერმა და ლედი გაგამ შეასრულეს.

ფილმ American Symphony-ის საუნდტრეკს It Never Went Away ჯონ ბატისტი შეასრულებს. სიმღერა დენ უილსონთან თანაავტორობით შექმნა.

სკოტ ჯორჯი და ოსაჟ სინგერი ფილმ Killers of the Flower Moon-ის სიმღერას Wahzhazhe-ს იმღერებენ, რომლის ავტორიც თავად სკოტ ჯორჯია.

ოსკარის დაჯილდოების რიგით 96-ე ცერემონია ABC-ის პირდაპირ ეთერში მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა. ღონისძიება კვირას, 10 მარტს დაიწყება და მას ჯიმი კიმელი წაიყვანს. ჩვეულებისამებრ, ოსკარის დაჯილდოება  Dolby-ის თეატრში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„გადამწვარ ბაღებს” – Quemmekh-ის და ანდრო დადიანის მუსიკალური კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

ბუბა კიკაბიძის კლასიკად აღიარებული სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი