უილი ნელსონი ახალ ალბომს გამოსცემს

ალბომი სახელწოდებით The Border 31 მაისს გამოიცემა.
ფოტო: პამელა სპრინგსტინი

უილი ნელსონმა მისი დაანონსებული ალბომის გამოსვლის თარიღი გაამხილა. მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით The Border 31 მაისს გამოიცემა. ამ დროისათვის ნელსონი 91 წლის იქნება. 

The Border-ს ხმის ჩამწერი კომპანია Legacy Recordings გამოსცემს და მასში 10 სიმღერა შევა. Მათგან ხუთის თანაავტორები ბადი კენონი და ბობი ტომბერლინი არიან. უილი ნელსონი თავის ალბომში ტრადიციისამებრ აგრძელებს ქანთრი ჟანრის მუსიკაში მოღვაწე სიმღერების ავტორების წარმოჩენას. Ნელსონი ამ ახალ ნამუშევარში სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი სიმღერების საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.

ნახეთ უილი ნელსონის დაანონსებულ ალბომში შესული სიმღერებია ჩამონათვალი: 

  1. “The Border”
  2. “Once Upon a Yesterday”
  3. “What If I’m Out of My Mind”
  4. “I Wrote This Song For You”
  5. “Kiss Me When You’re Through”
  6. “Many a Long and Lonesome Highway”
  7. “Hank’s Guitar”
  8. “Made in Texas”
  9. “Nobody Knows Me Like You”
  10. “How Much Does It Cost”
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

13 წლის შემდეგ პირველად კანიე უესტის ტრეკი მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი