მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

ვლადიმირ პუტინის თქმით, დაკავებულთა შორისაა ოთხი ეჭვმიტანილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომლებმაც, სულ მცირე, 133 ადამიანი მოკლეს.
საკონცერტო დარბაზი თავდასხმის შემდეგ
STRINGER/AFP via Getty Images

რუსეთის ხელისუფლებამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმაში, რასაც, სულ მცირე, 133 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. მისი თქმით, დაკავებისას ეჭვმიტანილები უკრაინაში გაქცევას ცდილობდნენ.

ოფიციალური კიევი თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო.  

პუტინს თავის განცხადებაში ისლამური სახელმწიფო არ უხსენებია. კიევმა კი ის და სხვა რუსი პოლიტიკოსები ტერორისტულ აქტთან უკრაინის არასწორ დაკავშირებაში დაადანაშაულა. უკრაინის მხარის თქმით, ამის მიზანი უკრაინაში ომის ესკალაციაა.

აშშ-მა დაადასტურა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლობამ აიღო.

პუტინის თქმით, რუსეთის მთავრობამ ჯამში 11 ადამიანი დააკავა თავდასხმისთვის, რომელსაც მსხვერპლის გარდა, კიდევ ასზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა. მან თავდასხმას „სისხლიანი ბარბაროსული ტერორისტული აქტი” უწოდა. ამასთანავე, აღნიშნა, რომ დაკავებულია კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინაში გაქცევას კიევის მიერ საზღვარზე მათთვის მოწყობილი „ფანჯრით” ცდილობდნენ.

რუსულმა მედიამ ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეო გაავრცელა. ერთ-ერთი დაკავებული კამერასთან საუბრობს, რომ მას ისლამური მხარე მესენჯერის აპლიკაციით დაუკავშირდა და თავდასხმაში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. ტაჯიკეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა. ამჟამად რუსეთში 1.5 მილიონამდე ტაჯიკი მუშაობს და ბევრ მათგანს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავდაპირველად უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმასთან ტაჯიკების კავშირზე, ახალ დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსი რადიკალები ტაჯიკი მიგრანტების შეზღუდვას ითხოვენ, მაგრამ თავად პუტინი ამ იდეას არ ეთანხმება: „არ არსებობს ძალა, რომელიც მულტიეთნიკურ საზოგადოებაში ერთიანობის რღვევას, უთანხმოებასა პანიკას და  დათესავს.” 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა და დამატებითი უსაფრთხოების ზომები დაწესდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 22 მარტის ტერორისტული აქტი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.

რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კომენტარებში ხშირია გაკვირვება, თუ როგორ ვერ მოახერხა ქვეყნის მთავრობამ, რომელმაც ყველა ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი მედია ჩაახშო, თავდასხმის არიდება მაშინ, როცა მას ამის შესახებ აშშ-ც აფრთხილებდა.

თავდასხმამდე ორი კვირით ადრე აშშ-ის საელჩომ მოსკოვში განცხადება გაავრცელა, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, რადგან ექსტრემისტების სამიზნე სწორედ მოსკოვის მასობრივი თავშეყრის ადგილები იყო, მათ შორის კონცერტები. გაფრთხილება დასავლეთის სხვა საელჩოებმაც გააზიარეს, თუმცა პუტინმა ეს განცხადება დაგმო და მას რუსების დაშინების მცდელობა უწოდა. 

პუტინის განცხადებას, რომ დამნაშავეები უკრაინაში გაქცევას ცდილობდნენ, ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

„უკრაინას არასდროს დაუჭერია მხარი ტერორისტული მეთოდების გამოყენებისთვის,” –  დაწერა მან ტვიტერზე. „ამ ომში ყველაფერი მხოლოდ ბრძოლის ველზე გადაწყდება.”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მოსკოვი ტერორისტული აქტის ომში სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა.

თავდასხმის დროს საკონცერტო დარბაზში რუსული როკბენდ Picnic-ის კონცერტი იმართებოდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც მოქალაქეებს ესვრიან. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც გამოიყენეს, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია და საბოლოოდ ჭერის ჩამონგრევით დასრულდა. 

დეივ პრიმოვი, რომელიც თავდასხმას გადაურჩა ამბობს, რომ ტერორისტები პირდაპირ ადამიანებს ესროდნენ. „ხალხი პანიკაში ჩავარდა, გარბოდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ზოგი ძირს ვარდებოდა და სხვები ზედ უვლიდნენ.”

ისლამურ სახელმწიფოს, რომელმაც სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო დიდი ტერიტორია დაკარგა, უკვე დიდი ხანია, რუსეთი მიზანში ჰყავს ამოღებული.  განცხადებაში, რომელიც დაჯგუფებამ Aamaq გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის თავს დაესხა „ქრისტიანების” დიდ შეკრებას.

ახალ განცხადებაში Aamaq ამბობს, რომ თავდასხმაში ოთხი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეს იყო ნაწილი ისლამური სახელმწიფოს მიმდინარე ომისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ისლამს ებრძვიან.  

7 მარტს, აშშ-ის მიერ გაფრთხილების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მან ჩაშალა ისლამური სახელმწიფოს მიერ მოსკოვის სინაგოგაზე დაგეგმილი თავდასხმა და მოსკოვის მახლობლად დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგუშეთში ისლამური სახელმწიფოს ექვსი სავარაუდო წევრი მოკლეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ 55 მილიონი დოლარი მიიღო

შემდეგი სტატია

მაკ მილერის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი The Quest მუსიკალურ პლატფორმებზე განთავსდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი