DU-BESH – ერეკლე დეისაძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„არ მინდა, ვიდეოს შინაარსსა და კონცეფციაზე საუბრისას კონკრეტული ვიყო. ამას მაყურებელს და მსმენელს მივანდობ – ნებისმიერ ინტერპრეტაციას მივესალმები.”
ერეკლე დეისაძე – DU-BESH

ერეკლე დეისაძემ ახალი სიმღერა, Du-Besh, და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი ჯუმბერ  გამარჯობაშვილია, ოპერატორული ნამუშევარი კი ტატო კოტეტიშვილს ეკუთვნის. 

ერეკლე დეისაძე: 

„კლიპის იდეა მე და რეჟისორს გაგვიჩნდა და სცენარიც ასე ჩამოყალიბდა. ვიდეო თებერვალში გადავიღეთ და მასზე მუშაობის პროცესში ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩართულები. გამოქვეყნების პერიოდი ისე დაემთხვა, რომ თითქოს ახლანდელ კონტექსტს ეხმიანება. არ მინდა, ვიდეოს შინაარსსა და კონცეფციაზე საუბრისას კონკრეტული ვიყო. ამას მაყურებელს და მსმენელს მივანდობ – ნებისმიერ ინტერპრეტაციას მივესალმები.”

მუსიკალური ნამუშევრის ბიტი Nick Green-ს ეკუთვნის, ფროდაქშენზე ჯერონიმომ იმუშავა, მიქსინგსა და მასტერინგზე კი თორნიკე გველესიანმა. 

გარდა აღნიშნული სიმღერისა, ამ დროისათვის ერთ-ერთი ბოლო მუსიკალური ნამუშევარი, რომელიც ერეკლე დეისაძის სახელთან არის დაკავშირებული, ალბომი  „თავშეკავებაა“. ეს Eko & Vinda Folio-ს მეორე სტუდიური ჩანაწერია, რომელიც სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში გამოიცა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cardi B მეორე სტუდიურ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ABBA-ს თაყვანისმცემლებმა Waterloo-ს ტრიუმფის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი