ბილი აილიში მესამე სტუდიურ ალბომს აანონსებს

პოპ-ვარსკვლავმა ალბომის ყდა გააზიარა და დაადასტურა, რომ მასში შესული არცერთი სინგლი პროექტის დაწყებამდე არ გამოვა.
ბილი აილიში - ფოტო: მეისონ პული
ბილი აილიში – ფოტო: მეისონ პული

22 წლის მუსიკოსმა ბილი აილიშმა ამ წლის გაზაფხულზე მესამე სტუდიური ალბომის გამოსვლა სოციალურ ქსელში 8 აპრილს საბოლოოდ დაადასტურა.

აილიშის თქმით, ალბომი სახელწოდებით Hit Me Hard and Soft, 17 მაისს გამოვა.

„ჩემი მესამე ალბომი 17 მაისს გამოვა, შეიძლება ამ პოსტის წერის დროს გავგიჟდე, ისე ვნერვიულობ და ვღელავ ახლა” – წერს აღფრთოვანებით  პოპ-ვარსკვლავი.

ცხრაგზის გრემის მფლობელმა მომღერალმა ისიც დაადასტურა, რომ მისი პირველი და მეორე სტუდიური ალბომების, 2019 წლის  When We All Fall Asleep, Where Do We Go? და  2021 წლის Happier Than Ever მსგავსად, ამ ახალი ალბომის პროდიუსერიც მისი ძმა ფინეასი იქნება. ბილი აილიშმა თაყვანისმცემლები წინასწარ გააფრთხილა რომ, პროექტის გამოშვებამდე არცერთი სინგლი არ გამოვა.

„მსურს ყველაფერი ერთად მოგცეთ… მე და ფინეასი ნამდვილად ვიამაყებთ ამ ალბომით და ერთი სული გვაქვს, თქვენც როდის მოისმენთ.” – ამბობს პოპ-ვარსკვლავი.

ბილი აილიშმა სოციალურ ქსელში თიზერ-ვიდეოც გამოაქვეყნა სათაურით – „მზად ხართ?”

თიზერის გამოქვეყნებამდე ბილი აილიშმა ინსტაგრამ სთორიზე დამაინტრიგებელი ტექსტი დაწერა „ხვალ რაღაც უნდა გითხრათ…”

ცოტა ხნის წინ პოპ-ვარსკვლავმა  ინსტაგრამზე 100 მილიონზე მეტი გამომწერი „ახლო მეგობრების” სიაში დაამატა, სადაც გულშემატკივრებისთვის საიდუმლო შეტყობინებებს და მინიშნებებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით მომღერალმა ზუსტად ორ დღეში 7 მილიონი ახალი გამომწერი მოიპოვა. 

ნახეთ ბილი აილიშის ინსტაგრამ პოსტები მესამე სტუდიური ალბომის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cowboy Carter ბიონსეს მერვე ალბომია, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

შემდეგი სტატია

ჯიმი ფელონი და Heart სიმღერის Total Eclipse of the Heart შესრულების დროს. ფოტო: ტოდ ოუვენგი NBC

ამერიკულ როკ-ჯგუფ Heart-ისა და ჯიმი ფელონის გამოსვლა მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი