კონსერვატორიაში ალტისტ ელენე გოგოძის სოლო კონცერტი გაიმართება

მუსიკალური საღამო ე.წ. პატარა კონცერტის კონცეფციით იმართება.
ფოტო: ნოდარიკო ხუციშვილი

28 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში ალტისტ ელენე გოგოძის სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკალური საღამო ე.წ. პატარა კონცერტის კონცეფციით ტარდება. კონცერტზე გაჟღერდება ბახის „ადაჯიო და ფუგა” პირველი სავიოლინო სონატიდან, ფრანც ქსავიერ მოცარტის ჩელოს სონატის პირველი ნაწილი და ბელა ბარტოკის ალტის კონცერტის პირველი ნაწილი. 

„ბილბორდ საქართველო” მუსიკოსს კონცერტის კონცეფციისა და პროგრამის შესახებ ესაუბრა. 

„მინდოდა, თბილისში ზაფხულამდე ბოლო კონცერტი გამემართა. საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო გადავწყვიტე, რომ აუდიტორიის წინაშე პატარა კონცერტის კონცეფციის ფარგლებში შემესრულებინა რამდენიმე ნაწარმოები. ზოგადად, კლასიკური ალტის პროგრამა მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილია, ამიტომ, მიმაჩნია, რომ კონცერტი საინტერესო იქნება. საღამოზე ჩემთან ერთად ფორტეპიანოზე სოფია ჩოხელი დაუკრავს. კონცერტისთვის სივრცედ კამერული დარბაზი შევარჩიეთ. ეს დარბაზი არაჩვეულებრივი აკუსტიკით გამოირჩევა და მას ძველებური სალონური კონცერტების დარბაზის ესთეტიკა აქვს. რაც შეეხება პროგრამას, ბახის „ადაჯიო და ფუგა” ძირითადად ალტზე არ სრულდება, მაგრამ შევეჭიდეთ ამ გამოწვევას. ასევე იქნება ფრანც ქსავიერ მოცარტის ჩელოს სონატის პირველი ნაწილი. ზოგადად საკონცერტო პროგრამებში სულ ამადეუს მოცარტია ხოლმე, ფრანც ქსავიერი კი მისი შვილია, ამიტომ მისი ნაწარმოების მოსმენაც, ვფიქრობ, აუდიტორიისათვის საინტერესო იქნება. ასევე დავუკრავ ბელა ბარტოკის ალტის კონცერტის პირველ ნაწილს, რომელიც, ჩემი აზრით, ალტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტია, რაც კი ოდესმე დაწერილა,” – ამბობს ელენე გოგოძე. 

ფოტო: ნოდარიკო ხუციშვილი

რაც შეეხება ელენე გოგოძის მუსიკალურ მოღვაწეობას, ის თავდაპირველად ვიოლინოზე უკრავდა, თუმცა შემდეგ ალტით დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, ალტი ძალიან ახლოს არის ადამიანის ხმასთან და ტემბრთან, რის გამოც სიმებიან ინსტრუმენტებში მისთვის ის ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა. ელენე გოგოძე 16 წლიდან ნოდარ ჟვანიას მოსწავლეა. ის ამ დრომდე არაერთ საერთაშორისო  სცენაზე წარმდგარა. საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობამ საშუალება მისცა, არაერთ სახელგანთქმულ ალტისტთან გაევლო მასტერკლასი და ამ მხრივ ღირებული გამოცდილება მიეღო. ელენე გარკვეული დროის განმავლობაში ასევე სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში. ის ასევე იყო ლიზა ბათიაშვილის ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი წინანდლის ფესტივალზე 2023 წელს. 

როგორც ელენე გოგოძე სამომავლო გეგმებზე საუბრისას  ამბობს, სწავლის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს, რისთვისაც რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი აქვს შერჩეული. ამასთან ერთად დაგეგმილი აქვს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 

რაც შეხება 28 მაისის კონცერტს, მუსიკალურ საღამოზე დასწრება თავისუფალია. კონცერტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ito

თბილისში მუსიკალური ფესტივალი Into the Open გაიმართა

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air ქართველი მუსიკოსების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი