AURORA – მსოფლიო მუსიკალური სცენის ნორვეგელი ვარსკვლავი Tbilisi Open Air-ზე

AURORA ქართველი მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის პირველ საფესტივალო დღეს, 21 ივნისს მთავარ სცენაზე წარდგება.
ფოტო: Billboard

21-23 ივნისს Lisi Wonderland-ის სივრცეში Tbilisi Open Air გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ლაინაფი  მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე აღიარებულ არაერთ შემსრულებელს აერთიანებს. მათ შორის არის 27 წლის ნორვეგიელი არტისტი – AURORA, რომელმაც მსმენელის ყურადღება თავისი გამორჩეული ვოკალითა და მუსიკისადმი დამოკიდებულებით მიიქცია. სწორედ დამახასიათებელი ვოკალისა და ტემბრის გამო, AURORA-ს ხშირად ადარებენ ბიორკს, Florence & The Machine-ის ფლორენს უელშს და Grimes-ს.

ფოტო: Billboard

AURORA-ს მუსიკა ჟანრობრივად  არტ პოპის, ნორდიკული ფოლკის, სინთ პოპის და ელექტრო პოპის ელემენტებით ხასიათდება. არტისტის შემოქმედებითი კარიერა 2012 წლიდან იწყება, თუმცა ის მსოფლიო მუსიკალური სცენის აღმოჩენად 2015 წლიდან იქცა. 27 წლის მუსიკოსის სრული სახელი აურორა აქსნესია. ის ონლაინ სივრცეში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც თავისი საავტორო მუსიკა Soundcloud-სა და Youtube-ზე ატვირთა. ამის შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა რამდენიმე ლეიბლთან და 2015 წელს  პირველი EP, სახელწოდებით Running with the Wolves გამოსცა. სწორედ ამ ალბომშია შესული სიმღერა Runaway, რომელიც გამოცემიდან წლების შემდეგ TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის ტრენდულ ტრეკად იქცა და დღესდღეობით მუსიკოსის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. 

EP-ის გამოცემის შემდეგ არტისტმა კეტი პერის ყურადღება მიიპყრო, რომელიც AURORA-ს შემოქმედებას ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. ამის შემდეგ კეტი პერი ლოს-ანჯელესში მუსიკოსის კონცერტს დაესწრო და კულისებშიც მოინახულა ის. ასევე 2015  წელს არტისტმა  John Lewis-ის საშობაო რეკლამა მუსიკალურად გააფორმა. მან Oasis-ის სიმღერა Half the World Away შეასრულა.  

2016 წელს AURORA-მ სადებიუტო სტუდიური ალბომი – All My Demons Greeting Me as a Friend გამოსცა. ნამუშევარმა მუსიკის ჟურნალისტების დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ჟურნალმა Rolling Stone-მა ის იმ ახალ არტისტად დაასახელა, რომელსაც  მსმენელი უნდა იცნობდეს. გამოცემამ მუსიკოსთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც AURORA თავის სამუშაო პროცესზე საუბრობს. „მე ნორვეგიაში, ბერგენში, ზღვის პირას ვცხოვრობ. მუშაობის პროცესში ხშირად ვიყენებ საველე ჩანაწერებს,”-აღნიშნავს Aurora. „უამრავი სიმღერა ჩემი პირადი გამოცდილებიდან არ არის, მაგრამ ისინი საკუთარი ბნელი მხარეების მიმღებლობაზეა. უბრალოდ უნდა მიიღო ფაქტი, რომ ეს დემონები შენი ნაწილი არიან. ისინი უნდა მიიღო, როგორც მეგობრები,”- აღნიშნავს ამ ინტერვიუში არტისტი. 

ფოტო: Billboard

2017 წელს AURORA-მ ინტერნეტის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, როდესაც  მის მიერ შესრულებული Massive Attack-ის ჰიტი – Teardrop გავრცელდა. მუსიკოსმა სიმღერა ავსტრალიური რადიო სადგურის, Triple j-ის ცოცხალი მუსიკალური სესიების პროექტის ფარგლებში შეასრულა. ახალგაზრდა არტისტის თავისებურმა მუსიკალურმა ინტერპრეტაციამ მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და ეს შესრულება Teardrop-ის გამორჩეულ ე.წ. ქავერ ვერსიად იქცა. 

2018 წელს AURORA-მ ორნაწილიანი ალბომის პირველი ნაწილი – EP სახელწოდებით Infections of a Different Kind (Step 1) გამოსცა, 2019 წელს კი მეორე ნაწილი – ალბომი სახელად A Different Kind of Human (Step 2) გამოუშვა. Aurora-ს მესამე სტუდიური ალბომი – The Gods We Can Touch 2022 წლის 21 იანვარს გამოვიდა. მესამე სტუდიურმა ალბომმა გავლენიანი მუსიკალური ჟურნალების და მსმენელის დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ The Gods We Can Touch-ის გამოსვლის შემდეგ Rolling Stone-მა მუსიკოსის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუ გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ Aurora მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავია. 

ფოტო: Billboard

Aurora ავტორ-შემსრულებელია. ის არის სიმღერების პროდიუსერიც და სცენაზე სოლო არტისტის ამპლუაში წარდგება. არტისტი საუნდტრეკებს ასრულებს სხვადასხვა ცნობილ ფილმში, ანიმაციასა და სერიალში. მათ შორის არის: Disney-ის “გაყინულის” მეორე ნაწილი. წლების განმავლობაში მან მსოფლიო მუსიკალური სცენის არაერთ ცნობილ წარმომადგენელთანაც ითანამშრომლა – მათ შორის არის Tbilisi Open Air-ის სცენისათვის უკვე კარგად ნაცნობი ტომ ოდელი. AURORA-ს მუსიკალური კოლაბორაცია ასევე აკავშირებს The Chemical Brothers-თან. 

AURORA ქართველი მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის პირველ საფესტივალო დღეს, 21 ივნისს, მთავარ სცენაზე წარდგება. Tbilisi Open Air-ის საერთაშორისო ჰედლაინერებს შორის ასევე ვხედავთ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან M.I.A.,  Masego, La Femme, She Wants Revenge, Lebanon Hanover და სხვები. აღსანიშნავია, რომ Archive ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მესამედ დაუკრავს. 

Tbilisi Open Air 2024-ის შესახებ მეტი დეტალისათვის, ეწვიეთ ბმულს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილმ Emilia Perez-ის მსახიობები სელენა გომესი, ზოე სალდანია, კარლა სოფია გასტონი და ადრიანა პასი კანის 77-ე ყოველწლიურ კინოფესტივალზე. ფოტო: ანდრეას რენცი

2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ Emilia Pérez-ის ქალ მსახიობთა გუნდს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

ემინემი 25 აპრილი, დეტროიდი, ფოტო: გრეგორი შამუსი

ემინემი ახალ სინგლს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი