Scorpions-მა Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა

მუსიკოსებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის თანხლებით მათი მთავარი ჰიტი, Winds of Change შეასრულეს.
Black Sea Arena

31 მაისს, შეკვეთილის Black Sea Arena-ზე, ცნობილ როკ ჯგუფ Scorpions-ის კონცერტი გაიმართა. ბენდი ქართველი აუდიტორიის  წინაშე პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში წარდგა. Scorpions-ს მსმენელი განსაკუთრებით ელოდა, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ ის ფაქტია, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები 2 საათში სრულად გაიყიდა. 

Black Sea Arena

Scorpions ტრადიციისამებრ ძლიერი დინამიკით და მრავალფეროვანი მუსიკალური რეპერტუარით გამოირჩევა. ბენდმა Black Sea Arena-ს სცენაზე არაერთი ნაცნობი ჰიტი შეასრულა, რომლებმაც არა მხოლოდ ჯგუფის სტატუსი  და გავლენა განსაზღვრა, არამედ როკ-მუსიკის ისტორიაშიც ჩაეწერა. ქართველი მსმენელისათვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მომენტი, როცა სცენაზე მუსიკოსებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის თანხლებით მათი მთავარი ჰიტი, Winds of Change შეასრულეს. 

Black Sea Arena

ბენდი ამჟამად  მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც  საქართველოსთან ერთად 20-მდე ქვეყანას მოიცავს. ტურნე შეერთებულ შტატებში დაიწყო და სექტემბერში გერმანიაში დასრულდება. 

იხილეთ ფოტოები Scorpions-ის კონცერტიდან: 

Black Sea Arena
Black Sea Arena
Black Sea Arena
Black Sea Arena
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უილი ნელსონმა ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

9 ივნისს გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას სოლო კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი