ტეილორ სვიფტმა სიმღერა imgonnagetyouback ცოცხალი შესრულების დროს პირველად იმღერა

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში შესული სიმღერა imgonnagetyouback ცოცხლად პირველად ამსტერდამში ჩატარებული კონცერტის დროს შესრულდა
ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე, 2024 წლის 5 ივლისი. ფოტო: ადლარა ზარაოა/ Getty Images TAS Rights Management
ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე, 2024 წლის 5 ივლისი. ფოტო: ადლარა ზარაოა/ Getty Images TAS Rights Management

ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებმა კარგად იციან, რას გულისხმობს არტისტი, როცა ამბობს: „ახლა რაღაც ისეთს ვიმღერებ, რაც აქამდე ლაივის დროს არასდროს მიმღერია.“ 5 ივლისს ამსტერდამში გამართული კონცერტის დროს ტეილორმა სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა, გამოვიდა და სიმღერა  imgonnagetyouback ცოცხალი შესრულების დროს პირველად შეასრულა. 

ტეილორ სვიფტმა ამსტერდამში, სცენაზე სიმღერა აკუსტიკური გიტარის თანხლებით იმღერა. 

აკუსტიკური გიტარის შემდეგ კი ტეილორმა დაკვრა ფორტეპიანოზე გააგრძელა და სიმღერა You Are in Love შეასრულა.

პოპ-ვარსკვლავის ახალი ალბომი The Tortured Poets Department ბილბორდ 200-ში სტაბილურად იკავებს პირველ ადგილს. ალბომიდან კი ჯერ კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე სიმღერა: So Long, London, Florida!!!  -Florence + The Machine-თან თანამშრომლობით,  Cassandra და Robin, რომლის დებიუტიც სცენაზე სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შედგება.

ნახეთ ამსტერდამის შოუზე გულშემატკივრების მიერ გადაღებული კადრები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Billboard-თან ინტერვიუში ემი უაინჰაუსის ბიოგრაფიული ფილმის მუსიკალურმა რედაქტორმა გადაღებების პროცესზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი