2024 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია: ბილი აილიში, Snoop Dogg, Dr. Dre და სხვები

Პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის ნაწილი ლოს-ანჯელესში შედგა, სადაც შემდეგი ოლიმპიადა გაიმართება.
ბილი აილიში და ფინეასი 2024 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე
Emma McIntyre/Getty Images for LA28

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე არაერთი ვარსკვლავი წარდგა. მათ შორის იყვნენ ბილი აილიში, Red Hot Chili Peppers, Snoop Dogg და Dr. Dre, რომლებიც ცერემონიას მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ლოს-ანჯელესიდან შეუერთდნენ.

მას შემდეგ, რაც პარიზში ოლიმპიური ცეცხლი ჩააქრეს, დახურვის ცერემონიამ ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა, სადაც 4 წელიწადში 2028 წლის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ვარსკვლავებით დახუნძლული საღამო, რომელიც ლოს-ანჯელესის სანაპიროზე შედგა, ერთგვარი წარდგენა და ესტაფეტის გადაცემა იყო შემდეგი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქისთვის.

ესტაფეტის გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ვარსკვლავმა ტომ კრუზმაც. მსახიობმა მისთვის ჩვეული აკრობატული ილეთი შეასრულა და „შეუსრულებელი მისიის” მუსიკალური თემის ფონზე Stade de France-იდან დაეშვა. შემდეგ კი ოლიმპიური დროშა ლოს-ანჯელესში ჩაიტანა და ოლიმპიურ სიმბოლოდ გადაკეთებულ ცნობილ Hollywood-ის ნიშანთან ის სპორტსმენებს გადასცა.

უშუალოდ Პარიზში გამართულ ცერემონიაზე ასევე წარდგნენ ფრანგული როკბენდი Phoenix ორი სიმღერით, ფრანგი მომღერალი Yseult, რომელმაც My Way შეასრულა და ამერიკელი მუსიკოსი H.E.R, რომელმაც მომავალი ოლიმპიადის მასპინძლის პატივსაცემად აშშ-ის ეროვნული ჰიმნი იმღერა.

დახურვის ცერემონიის ლოს-ანჯელესის ნაწილში კი Red Hot Chili Peppers-მა Can’t Stop იმღერა მათი 2002 წლის ალბომიდან By the Way. ბილი აილიშმა ფინეასთან ერთად Birds of a Feather შეასრულა – სინგლი ალბომიდან Hit Me Hard and Soft. Snoop Dogg-მა კი მისი ადრეული 2000-იანების ჰიტები გააცოცხლა: Drop It Like It’s Hot და The Next Episode Dr. Dre-სთან ერთად.

ნახეთ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის ვიდეოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

აგვისტოს ომის დროს დაწერილი ნაწარმოები – ბიბი კვაჭაძე 16 წლის წინ შექმნილ კომპოზიციას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Red Hot Chili Peppers 2023 წლის Global Citizen-ის კონცერტზე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში - ფოტო: არტურო ჰოლმსი

Red Hot Chili Peppers-მა Unlimited Love ტურნე დაასრულა, მის ფარგლებში 3.4 მილიონი ბილეთი გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი