დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
ტეილორ სვიფტი The Eras – ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Managemen

მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, დონალდ ტრამპმა  მომღერალს  პოსტი მიუძღვნა. ტრამპმა თავისსავე შექმნილ  სოციალურ ქსელში, რომლის სახელწოდებაა Truth Social, დაწერა – „მძულს ტეილორ სვიფტი.”

გასულ კვირას ტეილორ სვიფტი სოციალური ქსელის მეშვეობით საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხმას კამალა ჰარისს აძლევს. მან თავის 238 მილიონ გამომწერს მიმართა, რომ კვლევა ჩაატარონ და სასურველ კანდიდატს მისცენ ხმა. სვიფტმა გამომწერებს ასევე მოუწოდა, რომ დარეგისტრირდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

სვიფტმა კამალა ჰარისი მოიხსენია ლიდერად, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. მან თავის პოსტში საგანგებოდ აღნიშნა კამალა ჰარისის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი, რომელიც წლების განმავლობაში LGBTQ თემის და ქალების უფლებების, მათ შორის რეპროდუქციული უფლებებისათვის იბრძვის. 

სვიფტი თავის პოსტში დონალდ ტრამპის ვებ გვერდზე მისი სახელით განთავსებულ ცრუ მხარდამჭერ განცხადებასაც შეეხო და მას დეზინფორმაცია უწოდა. „ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩემი სახელით გაკეთებული მხარდამჭერი ყალბი განცხადება ტრამპის ვებ გვერდზე განთავსდა. ამან ხელოვნური ინტელექტისადმი შიში ნამდვილად გამიჩინა. მივედი დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემი გეგმები გამჭვირვალე უნდა იყოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა სიმართლეა,” – განმარტა ტეილორ სვიფტმა. 

პოსტს სვიფტმა თავის კატასთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო. სვიფტმა ღია წერილის ბოლოს საკუთარ თავს „კატების პატრონი უშვილო ქალი” უწოდა. ამ ტერმინით დონალდ ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მოიხსენია. 

Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის  შემდეგ მომღერალს მხარი დაუჭირეს მისმა ფანებმა. მათ სოციალურ ქსელში ტრამპის პასუხად გიფები და მიმები გამოაქვეყნეს, რომლებითაც ყოფილ პრეზიდენტს დასცინეს. 

აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტის განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა. მას შემდეგ, რაც მან კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, 400 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ამომრჩევლად. არ არის გამორიცხული, მომღერალმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ თავის აუდიტორიას მუსიკალური ტურნეს განმავლობაშიც მოუწოდოს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)

ბათუმის საავტორო ფილმების რიგით XIX საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF იწყება

შემდეგი სტატია

ტიტო ჯექსონი

ლეგენდარული Jackson 5-ის გიტარისტი ტიტო ჯექსონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი