Diddy-ს ნაშვილები ვაჟი ქუინსი ბრაუნი რეპერის მონაწილეობით საოჯახო ვლოგის თიზერს აქვეყნებს

ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული, რადგან Diddy 16 სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
შონ კომბსის ოჯახი. ფოტო: David Dee Delgado/Getty Images

33 წლის მსახიობი და მომღერალი ქუინსი ბრაუნი, რომელიც Diddy-ს ნაშვილები ვაჟია, საოჯახო ვლოგის თიზერს ავრცელებს, რომელშიც მაყურებელი შონ კომბსსაც ხედავს. ვლოგი საოჯახო არდადეგების დროს არის გადაღებული.  ფრაგმენტში, რომელიც  The Shade Room-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა, Diddy სამზარეულოში თავის შვილებთან ერთად მაისურის გარეშე დგას. ამჟამად დაპატიმრებული რეპერი კამერაში იყურება და იღიმის. ვიდეოს დასაწყისში ქუინსი ბაუნი მაყურებელს მიმართავს – „ჩემი ცხოვრება ისეთივეა, როგორიც თქვენი – თითქმის.”

ვიდეოს სხვადასხვა ფრაგმენტში ჩნდებიან Diddy-ს სხვა შვილებიც – 30 წლის ჯასტინი, 26 წლის კრისტიანი, 18 წლის ჩენსი და 17 წლის ტყუპები – დი’ლაილა და ჯესი. ცხადია, რომ ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული, რადგან Diddy 16 სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ტრეფიკინგი და რეკეტი ედება. 

შონ კომბსის სასამართლო პროცესი 2025 წლის მაისში დაიწყება. რეპერის წინააღმდეგ ამჟამად ბევრი მძიმე ბრალდებაა წაყენებული. ერთ-ერთ უახლეს სარჩელში მითითებულია, რომ 2000 წელს მან 13 წლის გოგო ნარკოტიკული საშუალებებით გათიშა და შემდეგ გააუპატიურა. იმავე ქმედებებში სდებს ბრალს Diddy-ს მისი ყოფილი პირადი მწვრთნელი. 

Diddy-ს ადვოკატების გუნდი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავენ, რომ სასამართლოზე სიმართლე გამჟღავნდება. Diddy-ს უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულს არასდროს უძალადია ვინმეზე. 

შონ კომბსს მხარდაჭერას უცხადებს მისი ოჯახიც, რომლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ვდგავართ ჭეშმარიტების მხარეს. ვიცით, რომ ის გაიმარჯვებს და ვერაფერი დაემუქრება ჩვენი ოჯახის სიძლიერეს. გვენატრები და გვიყვარხარ, მამა,” – აღნიშნა ოჯახმა განცხადებაში, რომელსაც ქუინსი ბრაუნიც შეუერთდა. 

ბრაუნის ბიოლოგიური მშობლები მოდელი კიმ პორტერი და Al B. Sure! არიან. მას შემდეგ, რაც Diddy-მ 90-იან წლებში პორტერთან შეხვედრა დაიწყო, ქუინსი ბრაუნი იურიდიულად იშვილა. ამის შემდეგ კიმ პორტერს და შონ კომბსს კიდევ სამი შვილი შეეძინათ. 2007 წელს  წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

2018 წელს პორტერი 47 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამ შძემთხვევამ საზოგადოებაში ეჭვები აღძრა და გარკვეული ხმების გავრცელება გამოიწვია, თუმცა შონ კომბსის შვილებმა ამ ყველაფერს შეურაცხმყოფელი ჭორები უწოდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ირაკლი ჩოჩუა - ფესტივალის ადმინისტრატორი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფესტივალი „საჩუქარი” იწყება

შემდეგი სტატია

კანიე უესტი ახალი ალბომის ყდას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი