ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

„სცენაზე ამოდი და თქვი, რისი თქმაც გინდა,” – მიმართა მუსიკოსმა დარბაზში მყოფ მამაკაცს მელბურნში გამართული სოლო კონცერტის დროს.
ტომ იორკი
Naomi Rahim/WireImage

„რედიოჰედის” ვოკალისტმა ტომ იორკმა მელბურნში გამართული სოლო კონცერტი შეწყვიტა და სცენა დატოვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მაყურებელმა ისრაელი-ჰამასის ომის შესახებ დარბაზში ყვირილი დაიწყო. გულშემატკივრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა იყვირა „ისრაელის გენოციდი ღაზაში”, ტომ იორკმა შოუ შეაჩერა და რეპლიკის ავტორს მიმართა, სცენაზე ამოსულიყო და ეს ყველაფერი პირადად ეთქვა. 

„ამოდი და აქ ილაპარაკე,” – მიმართა მუსიკოსმა სცენიდან მამაკაცს, რომელსაც აუდიტორიის ნაწილი უკვე უსტვენდა. „ამოდი სცენაზე და თქვი, რისი თქმაც გინდა. მანდ ნუ დგახარ მხდალივით, აქ მოდი და თქვი. გინდა, ყველას საღამო ჩაუშხამო, ხომ?”

როგორც ჩანს, მამაკაცმა იორკს ისევ ომის თემაზე უპასუხა, რის შემდეგაც მუსიკოსმა განაცხადა: „კარგი, განაგრძე, მაშინ, მომავალ შეხვედრამდე” და სცენიდან გავიდა. „გარდიანის” ინფორმაციით, იორკი სცენაზე რამდენიმე წუთში დაბრუნდა ბოლო სიმღერის, Karma Police-ის შესასრულებლად. 

ტომ იორკი ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის ასრულებს როგორც სოლო რეპერტუარს, ასევე სიმღერებს „რედიოჰედისა” და The Smile-ის შემოქმედებიდან. 

2017 წელს იორკმა მხარი დაუჭირა „რედიოჰედის” გადაწყვეტილებას თელ-ავივში კონცერტის ჩატარების შესახებ. მაშინ კრიტიკოსები, ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელების მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, ჯგუფს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. მუსიკოსმა ასევე გააკრიტიკა ბოიკოტისა და სანქციების მოძრაობა და აღნიშნა, რომ ეს ხელს უშლის აუცილებელ დიალოგსა და კულტურულ ურთიერთობებს, რამაც შესაძლოა მოვლენებზე პოზიტიური გავლენა იქონიოს.

ივნისში „რედიოჰედის” გიტარისტმა ჯონი გრინვუდმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ისრაელელ მუსიკოსთან, დუდუ ტასასთან თანამშრომლობის კრიტიკის საპასუხოდ. წყვილმა ისრაელში დაუკრა მაისში, ომის დროს, რომელშიც ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200 ისრაელელი ქალი, ბავშვი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

პალესტინური მხარის თანახმად, ისრაელის სამხედრო ძალებმა ომში 42 000 პალესტინელი მოკლეს და ღაზის ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი გაანადგურეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent-ის თქმით, Diddy-ს ერთ-ერთი ტრეკის ტექსტის დაწერაში მას Jay Z დაეხმარა

შემდეგი სტატია

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი