სტინგის თქმით, Diddy-ს მიერ Every Breath You Take-ის გამოყენებას მისი სიმღერა არ შეუბღალავს 

რეპერი ისევ საპატიმროში რჩება და სასამართლო პროცესს ელოდება.
სტინგი
Jeremychanphotography/Getty Images

როგორც ჩანს, სტინგი სულაც არ ღელავს იმ ფაქტზე, რომ მისი ჰიტი Every Breath You Take უკვე დისკრედიტებულ Diddy-სთან იკვეთება.

Los Angeles Times-თან ინტერვიუში ჯგუფ Police-ის სოლისტს ბენდის 1983 წლის საკულტო ჰიტის შესახებ ჰკითხეს – რომლის მელოდიაც Diddy-მ თავის სიმღერაში I’ll Be Missing You გამოიყენა – თუ რას გრძნობდა მუსიკოსი ახლა, როცა შონ კომბსი სექსუალური ძალადობის არაერთი ბრალდებისთვისაა დაპატიმრებული.

„მე არ ვიცი, რა მოხდა დიდის შემთხვევაში,” – ამბობს სტინგი. „მაგრამ ეს სრულიად არ ბღალავს ჩემს სიმღერას. ის მაინც ჩემი სიმღერაა.”

გამოსვლისთანავე ჰიტმა რვა კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის სათავეში და დღემდე The Police-ის ერთადერთი ჩარტების ლიდერი სიმღერაა. 14 წლის შემდეგ კი Diddy-მ ფეით ევანსსა და 112-თან ერთად I’ll Be Missing You გამოსცა, რომელიც გარდაცვლილ Notorious B.I.G-ის ეძღვნებოდა და რომელშიც სტინგის Every Breath You Take-ის მელოდია იყო გამოყენებული. Diddy-ს სიმღერამ „ბილბორდის” ჩარტის პირველ ადგილზე უკვე 11 კვირა გაატარა. 

Diddy 16 სექტემბერს სექსუალური ძალადობის, სექსტრეფიკინგისა და სხვა არაერთ ბრალდებით დააკავეს. მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე არაერთხელ ეთქვა უარი და ამჟამად სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 2025 წლის 5 მაისს არის ჩანიშნული. 

ამასობაში სტინგი კიდევ ერთ ტურნეში იმყოფება, როგორც ტრიოს წევრი გიტარისტ დომინიკ მილერთან და დრამერ კრის მაასთან ერთად – სცენა რომელიც არც ისე შორსაა The Police-ის სამკაციანი შემადგენლობისგან ენდი სამერსთან და სტიუარტ კოუპლენდთან ერთად. როგორც ჩანს, ამ ირონიას კარგად აცნობიერებს თავად სტინგიც. „მე არასდროს დამიტოვებია Police,” – აღნიშნა მან Times-სთან საუბრისას. „არც ვიცი, რა გავაკეთე. უბრალოდ სიმღერა ჩავწერე, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ. შემდეგ კი ამით უფრო ვისიამოვნე, ვიდრე ბენდში ყოფნით. და, აი, ახლა ისევ აქ ვარ. ჩემი მთელი სახეცვლილება სიურპრიზია. არ მინდა, ხალხი დარწმუნებული იყოს იმაში, თუ რას გავაკეთებ შემდგომ. ეს არის ჩემთვის მუსიკის არსი. ამ ეტაპზე კი ამ ტრიოს არავინ ელოდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly გრემის 65-ე დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი. კევინ მაზური/GI for The Recording Academy

მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სგან პირველ შვილს ელოდება

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator ახალი ალბომის, Chromakopia-ს შექმნის პროცესზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი