Beatles ’64 – ნახეთ მარტინ სკორსეზეს პროდიუსერობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი

დოკუმენტური ფილმის პრემიერა Disney+-ზე 29 ნოემბერს შედგება.
The Beatles. ფოტო: Evening Standard/Getty Images

დაანონსებული დოკუმენტური ფილმის, Beatles ’64-ის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი აშშ-ში ჯგუფის 60 წლის წინანდელ მოგზაურობას ასახავს. 

ტრეილერი ორ წუთსა და ოცდახუთ წამს გრძელდება. კლიპი იწყება შავ-თეთრი კადრებით, რომელშიც  მატარებელში გადაღებულ ჯგუფის სახალისო მომენტებს ვხედავთ. ფილმის  სარეჟისორო ნამუშევარი დევიდ ტედესკის ეკუთვნის, ხოლო პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა. დოკუმენტური ფილმის პრემიერა Disney+-ზე 29 ნოემბერს შედგება.

ფილმში გამოყენებულია ალბერტ და დევიდ მეიზლსების (Gimme Shelter) მიერ გადაღებული მასალა. ფილმი მოიცავს ინტერვიუებს მაკარტნისთან და რინგო სტართან, ასევე The Beatles-ის წევრების კოლეგებთან და მეგობრებთან. ფილმში ერთიანდება საარქივო კადრებიც, რომელშიც ვხედავთ ნიუ-იორკში ჩასვლით აღფრთოვანებულ რინგო სტარს, თუმცა მას მალევე ეუბნებიან, რომ სინამდვილეში ვაშინგტონშია.

„ყველაფერი ეს ჩვენ თავს ხდებოდა, მაგრამ გააზრება გვიჭირდა,“ – ამბობს ლენონი ფილმში შესულ საარქივო ჩანაწერში, რომელიც ჯგუფის პირველი ამერიკული კონცერტის კადრებს მოიცავს. ამერიკული ტურნე მოიცავდა ედ სალივანის პოპულარულ სატელევიზიო შოუში ჯგუფის ისტორიულ გამოსვლას, როცა 73 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა შეერთებულ შტატებში ე.წ. „ბითლომანიის“ დიდი აფეთქება.

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ: „1964 წლის 7 თებერვალს The Beatles ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მსმენელის უპრეცედენტო აღტაცება დახვდათ. კენედის აეროპორტში ჩაფრენისთანავე, ათასობით ფანთან შეხვედრის შემდეგ, „ბითლომანიამ“  ნიუ-იორკი და მთელი ქვეყანა მოიცვა. The Ed Sullivan Show-ზე მათი შთამბეჭდავი სადებიუტო გამოსვლა 73 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა – ეს იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო მოვლენა იყო. Beatles ’64 წარმოგვიდგენს ამ გრანდიოზულ სანახაობას, მაგრამ ამავდროულად, გვთავაზობს უფრო პირად ისტორიას კულისებიდან, სადაც ვხედავთ ჯონის, პოლის, ჯორჯისა და რინგოს მეგობრობას და იმ დიდებისგან გამოწვეულ ემოციებს, რაც თავდაპირველად მათთვისაც წარმოუდგენელი იყო.“

რეჟისორმა ტედესკიმ ჟურნალ Rolling Stone-თან საუბარში აღნიშნა, რომ ფილმი მოიცავს 17 წუთზე მეტ ისეთ მასალას, რომელიც მაყურებელს არასდროს უნახავს. ეს მასალა ძირითადად მეიზლსების მიერ გადაღებული კადრებია. მისი თქმით, ფილმი ასახავს ჯგუფის ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და მაიამიში გატარებულ სამ კვირას. ვაშინგტონის კონცერტი D.C. Coliseum-ში იყო The Beatles-ის პირველი გამოსვლა დიდ სტადიონზე. ტედესკის თქმით, ფილმის მუსიკალურმა პროდიუსერმა ჯაილს მარტინმა ამ კონცერტის ხმა აღადგინა, რამაც ამ ისტორიული მოვლენის მაყურებლისათვის  საუკეთესო ფორმით წარდგენა გახადა შესაძლებელი. 

„ფილმში მეიზლსების მასალა დომინირებს, თუმცა სხვა კადრებიც გვაქვს გამოყენებული. ჩვენი მკვლევარი მაიამიში ადგილობრივ არქივებში უნიკალურ მასალას ეძებდა. ბევრი ვიდეო დამალული იყო და მათი პოვნა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვდა,“ – აღნიშნავს ტედესკი. მისი თქმით,  ეს ვიდეოები პიტერ ჯექსონის სტუდიამ აღადგინა.

ახალ ინტერვიუში მაკარტნი აღნიშნავს, რომ The Beatles-ის შეერთებულ შტატებში იმ დროს ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ჯონ კენედი ახალი მოკლული იყო. „შესაძლოა, ამერიკას სწორედ ისეთი რამ სჭირდებოდა, როგორიც The Beatles იყო, რათა მწუხარებიდან გამოსულიყო“, – ამბობს მაკარტნი.

იხილეთ Beatles ’64-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი კევინ მაზური/WireImage Live Nation

მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება და კითხულობს,  მისი ბიოგრაფია სერიალის სახით გამოვიდეს თუ ფილმის  

შემდეგი სტატია

Rolling Stone-თან ახალ ინტერვიუში ტიმოთე შალამე ბობ დილანის როლზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მეტი

კლუბი Mtkvarze: „თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!”

„სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლო სასამართლოს მიერ დატყვევებულ ყველა უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში რეჟიმმა საპყრობილეში გამოკეტა,” – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” - ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
მეტი

სელენა გომესი ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო შეზღუდვას ცრემლებით ეხმაურება: „ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა”

„ვწუხვარ,” - წერდა მომღერალი უკვე წაშლილი ვიდეოს აღწერაში მექსიკის დროშის სიმბოლოსთან ერთად.
მეტი

MAYHEM – ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა

იქამდე ფანებმა ნიუ-იორკში ბილბორდებზე შავ-თეთრი ფოტო შენიშნეს, სადაც ვარსკვლავის ახალი ალბომის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი წითლად იყო აღნიშნული.
მეტი