კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

მსმენელს თავისი რჩეული ახალი მუსიკალური რელიზისათვის ხმის მიცემა Billboard-ის გამოკითხვაში შეუძლია.
კენდრიკ ლამარი. ფოტო: pgLang

ნოემბრის მიწურულს მუსიკალურ სამყაროში მოვლენები განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, რადგან მრავალი ახალი რელიზი გამოჩნდა.  

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა კენდრიკ ლამარმა 22 ნოემბერს მოულოდნელად გამოაქვეყნა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი, GNX. 12-ტრეკიანი პროექტი მოიცავს SZA-სთან ერთად ჩაწერილ სიმღერებსაც, სახელწოდებით Luther და Gloria. ალბომში ასევე ვხვდებით ჯეკ ანტონოვის, კამასი ვაშინგტონის, როდი რიჩისა და სხვა შემსრულებლების კოლაბორაციებს.  

ჰიპ-ჰოპის სივრცეში კიდევ ერთი ახალი რელიზი ჯეკ ჰარლოუს ეკუთვნის. მან გამოუშვა თავისი ახალი სინგლი Hello Miss Johnson, რაც არტისტის პირველი სიმღერაა 2023 წლის Lovin on Me-ს შემდეგ, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში ლიდერობა ექვსი კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. 

ამავე დროს, BLACKPINK-ის როუზი აგრძელებს თავისი ახალი სოლო ალბომის, Rosie-ს მსმენელისათვის გაცნობას სიმღერით Number One Girl. ეს სიმღერა მომღერალმა მას შემდეგ დაწერა, რაც საკუთარ თავზე ნეგატიური კომენტარები წაიკითხა. „მე ბევრს ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩემდამი კეთილგანწყობილნი, როცა სინამდვილეში საერთოდ არც მიცნობდნენ,“ – განუცხადა მან Apple Music-ის წამყვან ზეინ ლოუს.  

დიდი მოლოდინის შემდეგ ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი Wicked არიანა გრანდესა და სინთია ერივოს მონაწილეობით. ფილმის საუნდტრეკების ალბომი, რომელიც 11 სიმღერას მოიცავს, უკვე ხელმისაწვდომია.  

მსმენელს თავისი რჩეული ახალი მუსიკალური რელიზისათვის ხმის მიცემა  Billboard-ის გამოკითხვაში შეუძლია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

კანადის პრემიერმინისტრმა ტორონტოში, ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის კონცერტზე იცეკვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი