მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.

26 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დები იშხნელების შემოქმედებისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მუსიკალური პროგრამა მსმენელის წინაშე მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა წარადგინეს. მუსიკალური საღამოს იდეა მანანა მენაბდესა და თეონა ცირამუას თანამშრომლობის შემდეგ დაიბადა. გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო კონცერტი, რომელიც დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილესაც სიმბოლურად გამოეხმაურებოდა. 

საღამო მუსიკალურ ნომრებსა და დები იშხნელების შესახებ საუბრის ნაწილს აერთიანებდა. ღონისძიების წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე აუდიტორიას უზიარებდა იმ ისტორიებს, რომლებიც იშხნელების შემოქმედებასთან და პერსონებთან იყო კავშირში. 

ნიკოლოზ წულუკიძე, თეონა ცირამუა, მანანა მენაბდე

მანანა მენაბდე: 

„როდესაც ვსაუბრობ დები იშხნელების შემოქმედებაზე, მე გესაუბრებით არა როგორც მათი შთამომავალი, არამედ როგორც ხელოვანი. მათი სტილი გამორჩეული და უნიკალური იყო. რაც შეეხება კონცერტს და პროგრამას, მიხარია, რომ ამ საქმეს ხელი თეონა ცირამუას მსგავსმა პროფესიონალმა მოჰკიდა. მიხარია, რომ მისი სახით კარგი მეგობარი და კოლეგა შევიძინე.”

კონცერტზე, მანანა მენაბდეს, თეონა ცირამუასა და გორის ქალთა გუნდის შემადგენლობის გარდა, ვიხილეთ სპეციალურად მოწვეული სტუმრები: დათო თავაძე და ეთერ თათარაიძე. 

თეონა ცირამუა: 

„დები იშხნელების შემოქმედება, მათი რეპერტუარი მართლაც საოცარია. შეიძლება ითქვას, რომ ის სრულიად ცალკე ჟანრია. ამ კონცერტზე მუშაობა არ იყო მარტივი, რთულ საქმეს შევეჭიდეთ, მაგრამ, ვფიქრობ, თავი გავართვით. 

იხილეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი