პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
პოლ მესკალი
Tristan Fewings/Getty Images for Walt Disney Studios Motion Pictures UK

პოლ მესკალი, როგორც ჩანს, Lonely Hearts Club Band-ს უერთდება. კრისტოფერ ნოლანთან საუბრის დროს, გლადიატორის მეორე ნაწილის ჩვენების შემდეგ, რიდლი სკოტმა თავისი ახალი პროექტი განიხილა – თრილერი სახელწოდებით The Dog Stars. ხოლო კითხვაზე, ითამაშებდა თუ არა მესკალი ახალ ფილმშიც, რეჟისორმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ეს არ მოხერხდება, რადგან მსახიობი Sony Pictures-ის Beatles-ის პროექტში მონაწილეობს.

„პოლი დატვირთულია, ამის შემდეგ Beatles-ის პროექტი აქვს. ასე რომ, ალბათ მისი გაშვება მომიწევს,” – თქვა სკოტმა, The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით. თავად „სონის” მესკალთან თანამშრომლობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 

წლის დასაწყისში Sony Pictures Entertainment-მა Beatles-ის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემა დააანონსა. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება. პროექტს ოსკაროსანი რეჟისორი სემ მენდესი გადაიღებს, რომელსაც ეკუთვნის American Beauty (1999), Skyfall (2012) და 1917 (2019).

„პატივი მაქვს, ყველა დროის ყველაზე დიდი როკბენდის ისტორია მოვყვე,” – აღნიშნა მენდესმა.

Beatles-ს Hot 100-ის ისტორიაში ყველაზე ბევრი ლიდერი სიმღერა აქვს (20), დაწყებული 1964 წლის I Want to Hold Your Hand-ით, დასრულებული 1970 წლის The Long and Winding Road/For You Blue-თი. Billboard 200-ში კი ბენდს 19 ლიდერი ალბომი აქვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქეთი მელუა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

ოზი ოზბორნს ფინალური შოუსთვის Black Sabbath-ის შეკრება სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი