ბიონსეს შობის Halftime Show-ს კულისები: დედოფალი დღესასწაულზე სახლშია

„ბილბორდი” ამ ისტორიული საღამოს მოწმე გახდა.
ბიონსე NFL Halftime Show-ზე
Alex Slitz/Getty Images

ბიონსემ NRG სტადიონი შობის დღეს ბიონსეს თასად აქცია და ამ ისტორიული საღამოს მოწმე „ბილბორდიც” გახდა.

იმ წუთიდან, როცა ფანები სტადიონის პარკინგზე მოვიდნენ, ნათელი იყო, რომ ეს არ იქნებოდა უბრალოდ NFL მატჩი, ეს ჩვენი ოცნების საღამო იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ტექსანი” და „რეივენსი” AFC ჩემპიონატის ადგილისთვის იბრძოდნენ, მთავარი მოლოდინი მაინც ბიონსეს კონცერტი იყო. 

სტადიონი სადღესასწაულო ფილმის კადრს ჰგავდა. ყველგან საშობაო დეკორაციები იყო – ნაძვის ხეები, ნათურები, რამდენჯერმე გრინჩიც კი გამოჩნდა. მაყურებლის სამოსი ორად გაიყო: ნახევარს NFL-ის, ხოლო მეორე ნახევარს Cowboy Carter-ის ან ბიონსეს თემატიკის ტანსაცმელი ეცვა.

მუსიკა იყო ყველგან. დიჯეები სტადიონის სხვადასხვა დონიდან ცდილობდნენ ფანებისთვის განწყობის შექმნას. ყველა სკამზე კი Cowboy Carter-ის თემატიკის მანათობელი სამაჯური იდო. ღონისძიება ტეხასელმა აკაპელა ჯგუფმა Pentatonix-მა ეროვნული ჰიმნით გახსნა, რაც საღამოს ერთ-ერთი ძლიერი და ემოციური მომენტი იყო.  

თუმცა როცა სტადიონი უკვე halftime show-სთვის ჩაბნელდა, იგრძნობდით, თუ როგორ გაიყინა თითოეული მაყურებელი ადგილზე. გამოჩნდა დიდი ეკრანები და სცენაზე წარდგნენ ტანერ ადელი, ბრიტნი სპენსერი, რეინა რობერტსი და ტიერა კენედი, რომლებმაც ერთად Blackbiird შეასრულეს. აუდიტორია კი ღელავდა და გარშემო იხედებოდა, ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობდა: სად არის ბიონსე?

და, აი, ისიც გამოჩნდა! და რა წამსაც მოედანზე ფეხი დადგა, მთელი სტადიონი აფეთქდა. ეს უბრალოდ ხმამაღალი არ ყოფილა, ეს იყო გამაყრუებელი. 

13 წუთის განმავლობაში არავინ იძვროდა. რა თქმა უნდა, მაყურებლები ყვიროდნენ, ტაშს უკრავდნენ, ალბათ ტიროდნენ კიდეც, მაგრამ უმეტესად უბრალოდ მიშტერებულები უყურებდნენ. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დრო გაჩერდა. ბიონსე უბრალოდ კი არ მღეროდა, ის მბრძანებელი იყო. ყოველი მზერა, ყოველი ნაბიჯი და ყოველი ნოტი ბასრი და ზუსტად განზრახული იყო. მისთვის ეს არ ყოფილა მორიგი კონცერტი სიიდან. ეს მისი სახლი იყო.

შემდეგ სცენაზე ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი ბლუ აივი გამოვიდა. იმ წამიდან, როცა აუდიტორიამ ის სტადიონზე შენიშნა, აღტაცება პატივისცემაში გადაიზარდა. 12 წლის ასაკში ბლუ აივი სცენაზე საკუთარი მიზნით გამოვიდა. მისი ფოკუსი მკვეთრი იყო, ნაბიჯები – თავდაჯერებული. განსაკუთრებული იყო ის, თუ როგორ ეჭირა თავი. მცირედი ყოყმანიც არ იყო მის მოძრაობაში – მხოლოდ თავდაჯერება. ბლუ აივი სცენაზე რაიმეს დასამტკიცებლად არ გამოსულა, ის სცენაზე გამოვიდა, რადგან იქაურობას ეკუთვნოდა. ეს არ იყო ბიონსეს მიერ ჩირაღდნის გადაცემა, რადგან ბლუ აივი თავადაა ჩირაღდანი. ის არ მიჰყვება დედას, ის მასთან ერთად მიდის და საკუთარ გზას იკვალავს. ბლუ აივი არ არის შემდეგი. ის აქ და ახლაა.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი ტეხასის სამხრეთის უნივერსიტეტის ბენდის, Ocean of Soul-ის გამოსვლა იყო. ბიონსესთვის მათთან ერთად დგომა ამ მომენტში და ამ ქალაქში არ იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი. ეს იყო განზრახული. ეს იყო პატივისცემა საკუთარი ფესვების, თავისი თემისა და იმ მემკვიდრეობის, რომელიც ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შექმნეს.

შემდეგ კი სცენაზე Shaboozey წარდგა და აუდიტორიის ენერგია კიდევ ერთხელ შეიცვალა. ბიონსესთან ერთად მისმა დანახვამ გაამყარა აზრი, რომ ის არ არის უბრალოდ არტისტი, რომელსაც გაუმართლა. ის იმსახურებს აქ ყოფნას. 

ყველაზე დიდი სიურპრიზი კი პოსტ მელოუნის გამოჩენა იყო, რომელმაც Levii’s Jeans შეასრულა. ორი ტეხასელი ტიტანი – ბიონსე ჰიუსტონიდან და პოსტი დალასიდან – გვერდიგვერდ იდგნენ. ეს არ იყო შემთხვევა, როცა ისინი უბრალოდ ერთად მღეროდნენ. ისინი საკუთარ ტეხასელობას წარმოაჩენდნენ ისე, როგორც ეს სხვაგან არსად არ მოხდებოდა. 

ღონისძიება Texas Hold ’Em-ით დასრულდა, ბიონსე სცენაზე გაკეთებული პლატფორმით სიმაღლეზე ავიდა, საიდანაც სიმღერის ბოლოს ბანერი დაეშვა წარწერით BANG!, რა დროსაც მთელი სტადიონის სამაჯურები სინქრონულად აინთო. 

შოუ დასრულდა, ბიონსე სტადიონზე დაეშვა და მუშტი აღმართა. მას არაფრის თქმა არ სჭირდებოდა, თავად მომენტი ამბობდა ყველაფერს: სიამაყე, ტრიუმფი და მადლიერება იკითხებოდა მის სახეზე. მთელი სტადიონი კი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით აჯილდოებდა და თავადაც არ სჯეროდათ, თუ რისი მოწმენი გახდნენ. 

ბიონსე უფრო მეტია, ვიდრე 21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავი. ის არის არტისტი, რომელიც ქმნის თავგადასავლებს. და შობის ღამეს თავის მშობლიურ ქალაქში მან გააკეთა ის, რაც ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გამოსვლა მის კარიერაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკოსების და მუსიკის მოყვარულთა საპროტესტო მარში

შემდეგი სტატია

ქეთათო ნერგაძე (Lua) & String Chamber orchestra – საქველმოქმედო კონცერტი Leno Records-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი