ივანა მელაის და გრემის მფლობელი პროდიუსერის, Really Doe-ს ერთობლივი სინგლი Tell It

„ეს სიმღერა და ვიდეო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ის გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, რომელსაც მუდმივად ვაწყდებოდი” – ივანა მელაი.
Ivanna Melay & Really Doe - Valeria Negru
Ivanna Melay & Really Doe –
Valeria Negru

პოპ-მომღერალმა ივანა მელაიმ ახალი სინგლი, სახელწოდებით Tell It, გრემის მფლობელ პროდიუსერ, რეპერ და სიმღერების ავტორ Really Doe-სთან ერთად გამოუშვა, რომელიც, თავის მხრივ, ცნობილია მრავალწლიანი თანამშრომლობით კანიე უესტთან.

ენერგიული, რიტმული სინგლი  Tell It ორი განსხვავებული კულტურული წარსულის მქონე არტისტების დუეტია, რომელიც მუსიკის უნივერსალურ ენასა და ძალას წარმოაჩენს. სიმღერა გენდერული სტერეოტიპების და სექსიზმის  წინააღმდეგ შექმნილი სინგლია, რომელიც საკუთარ თავში სიძლიერის, გამბედაობისა და საკუთარი თავის აღოჩენისკენ  გიბიძგებს.

ივანა მელაი:

„ჩიკაგოში ერთ-ერთი ჩემი გამოსვლის დროს გავიგე, რომ Really Doe-ც იქ იქნებოდა. მისი გაცნობა მინდოდა, რადგან მან შექმნა და აწარმოა ჩემი საყვარელი სიმღერა, რიანას და კანიე უესტის All of the lights. სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევხვდით, რადგან იმ დროს ბევრი ხალხი იყო ჩემს გარშემო და მისი შესრულება გამოვტოვე. მეორე დღეს ინსტაგრამზე repost-ებს ვაკეთებდი და ერთ-ერთ story-ზე Really Doe-მ მომწერა: „გამარჯობა, როგორ ხარ“. ძალიან გამიხარდა და ვუთხარი, ვწუხვარ, შენი შესრულება რომ გამოვტოვე-მეთქი.. მან კი მიპასუხა, რომ ჩემი გამოსვლა არ გამოუტოვებია! მითხრა, რომ ჩემი პერფორმანსი საოცარი და ძალიან განსაკუთრებული იყო! ამის შემდეგ ყავაზე

დამპატიჟა. როცა შევხვდით, მუსიკის გავლენაზე, განსხვავებულ კულტურებზე და სხვა მრავალზე ვისაუბრეთ. მივხვდი, რომ უორენი (Really Doe) შესანიშნავი პიროვნებაა – კეთილი და სასიამოვნო. ბოლოს ერთმანეთის ახალი ტრეკები მოვისმინეთ. როცა Tell it-ის დემო ვერსია მოისმინა, ძალიან მოეწონა და თქვა, რომ რეპის ნაწილი შესანიშნავი იქნებოდა. მაშინ ვკითხე, თუ სურდა რეპის ნაწილი შეესრულებინა და იგი სიამოვნებით დათანხმდა!

როცა სიმღერა ჩავწერეთ, უორენმა ის კანიე უესტსაც მოასმენინა, და კანიესაც მოეწონა. გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალური ვიდეოც გადაგვეღო. ეს სიმღერა და ვიდეო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ის გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, რომელსაც მუდმივად ვაწყდებოდი. ჩემი მძიმე შრომა ყოველთვის უარყოფილი იყო, და ხალხი ამბობდა, რომ ჩემ უკან კაცი იდგა, ვინც კარიერაში მეხმარებოდა. არ უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ ქალი თავადაც შეიძლება ქმნიდეს და აშენებდეს ყველაფერს!

2024 წელს, ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ტყუილით და დროა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა! ამ თავისუფლებას ამერიკაში  ვგრძნობ, შემიძლია ვიყო ჩემი თავი, ვიმღერო, სადაც მინდა და გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა!

მინდა ჩემი გრძნობები და ემოციები მუსიკაში გამოვხატო და ყოველთვის გულწრფელი ვიყო იმაში, რასაც ვაკეთებ! ვგრძნობ, რომ მსოფლიოში ახლა ის დროა, როცა შეგიძლია იყო ნამდვილი და აღარ არის საჭირო ყალბი ნიღბების ტარება!

ამ ვიდეოში პირველად ვიცეკვე ისე, რომ არ მეშინოდა, რას იტყოდა ხალხი, არ მსჯიდნენ და არ მაიძულებდნენ, არ მრცხვენოდა ჩემი გარეგნობის გამო! ვამაყობ საკუთარი თავით: როგორც მარტოხელა დედა, საერთაშორისო არტისტი და ბიზნესმენი. დროა ვიამაყო და აღარ მრცხვენოდეს!

მოისმინეთ ივანა მელაის და Really Doe-ს ერთობლივი სინგლი Tell It:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნუცი ნებიერიძე ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

შემდეგი სტატია

ელენე გოგოძის სადებიუტო ვოკალური ნაწარმოების პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი