ბილი აილიშის Birds of a Feather სტრიმინგ სერვის Spotify-ზე 2024 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა გახდა

გარკვეული დროით ადრე, Birds of a Feather Spotify-ის 2024 წლის ე.წ. Wrapped-ის მონაცემებით მესამე ადგილს იკავებდა.
ბილი აილიში BIRDS OF A FEATHER
Courtesy Photo

ბილი აილიშის ჰიტი Birds of a Feather კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს იპყრობს. ახალი წლის დადგომამდე, ტრეკი 2024 წლის განმავლობაში Spotify-ზე ყველაზე ხშირად მოსმენილ სიმღერად დასახელდა.  

როგორც 2 იანვარს ამერიკულმა მუსიკალურმა ლეიბლმა, სახელწოდებით Interscope, ოფიციალურად განაცხადა, 2024 წლის მიწურულს Birds of a Feather სტრიმინგ სერვის Spotify-ის წლის ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერების სტატისტიკაში პირველ ადგილზე დაწინაურდა. ინფორმაციის გამოცხადების დროს, ტრეკს 1.781 მილიარდი მოსმენა ჰქონდა.  

გარკვეული დროით ადრე, Birds of a Feather Spotify-ის 2024 წლის ე.წ. Wrapped-ის მონაცემებით მესამე ადგილს იკავებდა. მას საბრინა კარპენტერის Espresso და ბენსონ ბუნის Beautiful Things უსწრებდნენ.  

რაც შეეხება სიმღერას Birds of a Feather, ის შესულია ბილი აილიშის ამ დროისათვის ბოლო ალბომში, სახელწოდებით Hit Me Hard and Soft. ჰიტი Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა. Birds of a Feather-ზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო აილიშმა 2024 წლის სექტემბერში გამოუშვა. არტისტმა ოქტომბერში ეს სიმღერა Saturday Night Live-ის ეთერშიც შეასრულა.  

ახლა აილიშს Hit Me Hard and Soft-ის ტურისგან შესვენება აქვს. ტურის ჩრდილოეთ ამერიკული ნაწილი 21 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის Kia Forum-ის არენაზე ხუთდღიანი გამოსვლით დასრულდა. არტისტი კონცერტების სერიას თებერვალში ავსტრალიაში განაახლებს. ავსტრალიის შოუები თებერვალსა და მარტში გაიმართება, ხოლო აპრილში ტურნე ევროპაში გადაინაცვლებს.  

იხილეთ Interscope-ის განცხადება, რომლითაც ლეიბლმა მსმენელს Birds of a Feather-ის წარმატება აუწყა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯიმი კარტერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და სამი გრემის მფლობელი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Diddy-ს შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა – ნახეთ ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი