ზენდეია 13 წლის ასაკში ნაწყენი დარჩა, როცა ბიონსემ კონცერტზე მას Happy Birthday არ უმღერა

Euphoria-ს ვარსკვლავმა ასევე აღიარა, რომ დღემდე გული სწყდება Dancing With the Stars-ში მარცხის გამო.
ზენდეია
Michael Ostuni/Patrick McMullan via Getty Images

ზენდეიამ ბავშვობისდროინდელი ისტორია გაიხსენა, რომელიც  ბიონსეს უკავშირდება.

ჟურნალმა W-მ მსახიობთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემამ „საუკეთესო სამსახიობო შესრულების“ სერიის ფარგლებში 3 იანვარს გამოაქვეყნა. ზენდეიამ აღნიშნა, რომ ბავშვობაში ბიონსე მისი საყვარელი არტისტი იყო. „ჩემს კედელზე ბიონსეს პოსტერები ეკიდა. მის კონცერტზე ვიყავი ჩემი მე-13 დაბადების დღეზე,“ – გაიხსენა ვარსკვლავმა.  

მსახიობმა იმ საღამოდან ერთი მოგონების შესახებ ისაუბრა. „იმის გამო, რომ ბიონსემ Happy Birthday მე არ მიმღერა, საშინლად დამწყდა გული. როგორც ჩანს, მისი დაბადების დღეც ახლოვდებოდა და ამ სიმღერას აუდიტორიას უმღეროდა,“ – თქვა ზენდეიამ. „მამაჩემი მეკითხებოდა: გინდა, მხრებზე დაგსვა? მე კი ვეუბნებოდი – არა, ეს ძალიან უხერხული იქნება. ამის შემდეგ კი ვიფიქრე, რომ უნდა დავთანხმებულიყავი მხრებზე შესმას, რათა ბიონსეს დავენახე. 13 წლის მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ბიონსემ Happy Birthday არ მიმღერა,” – აღნიშნა ზენდეიამ ინტერვიუში. 

იმ დღეს ბიონსემ შესაძლოა 13 წლის ზენდეია მართლაც ვერ დაინახა, მაგრამ წლების შემდეგ ნამდვილად შეამჩნია. 2016 წელს მსახიობი ბიონსეს ალბომის, Lemonade-ის ფილმში გამოჩნდა. მომღერლის დედამ, ტინა ნოულსმა კი 2024 წელს აღნიშნა, რომ ზენდეია მას სწორედ ბიონსეს აგონებს. 

კონცერტთან ერთად ზენდეიამ თავისი ახალგაზრდობიდან კიდევ ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელიც, მისივე თქმით, დღემდე აწუხებს და ეს Dancing With the Stars-ის  მე-16 სეზონში მეორე ადგილის დაკავებაა. მაშინ 16 წლის ზენდეიას საცეკვაო პარტნიორი ვალ ჩმერკოვსკი იყო. „მე ნამდვილად განვიცადე მარცხი,“ – ამბობს ვარსკვლავი W-სთან ინტერვიუში. „მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი და ეს ყველაფერი ძალიან დამთრგუნველი იყო. ყოველ კვირას პირდაპირ ეთერში გამოსვლა? საშინლად დამთრგუნველი რამ არის. ამას სერიოზულად ვეკიდებოდი, რაც, შემდგომში რომ დავუფიქრდი, არ უნდა მექნა.  უფრო მეტად უნდა მიმეღო სიამოვნება და უბრალოდ მეფიქრა: „არა უშავს, რაც იქნება, იქნება!“ მაგრამ, ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ეს პროცესი მართლაც რთული გამოდგა.” 

იხილეთ ზენდეიას ფოტო, რომელიც W-ის გარეკანზე დაიბეჭდა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰაიდი კლუმი რვა წლის შემდეგ Project Runway-ს წამყვანად ბრუნდება

შემდეგი სტატია

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი