ლიზა ყენიამ, პროექტით Elizabeth Frisky, ახალი კლიპი გამოუშვა

ლიზა ყენია ამჟამად ელექტრონული მუსიკის მიმართულებითაც მუშაობს და სამომავლოდ მსმენელი ჰაუსის ჟანრში არაერთ პერფორმანსს მოისმენს, რაც ხშირად იქნება გაჯერებული მისი ვოკალით.
Elizabeth Frisky – Treasure

ქართველი არტისტი ლიზა ყენია, სასცენო სახელწოდებით Elizabeth Frisky, ახალ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს. Treasure – ასე ჰქვია არტისტის ახალ ნამუშევარს, რომელზეც გადაღებული კლიპი 18 იანვარს გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი და ბიტის ავტორი არის ქართველი არტისტი Saint Junkie.

როგორც ლიზა ყენია ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, კლიპზე ფიქრი იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც სიმღერის ჩაწერა დასრულდა. მუსიკოსის თქმით, თავიდანვე სურდა, რომ კლიპი დინამიკური და, ამავდროულად, მუსიკასა და სიმღერის იდეასთან ჰარმონიაში ყოფილიყო.

Elizabeth Frisky (ლიზა ყენია): 

„სიმღერა ჩემთვის გამორჩეულია იდეით, რომელსაც ის ატარებს. ამ ნამუშევრით, მსურს ადამიანებს შევახსენო, რომ მატერიალური კეთილდღეობის „ქაოსში“ პიროვნება არ უნდა დაიკარგოს. ეს სიმღერა ერთგვარი შეხსენებაა ადამიანებისთვის, რომ ისიამოვნონ მომენტით და იყვნენ მადლიერები იმით, რაც დღეს აქვთ.“

ლიზა ყენიას თქმით, კლიპზე მუშაობის პროცესი საინტერესო, მხიარული და თავგადასავლებით სავსე იყო.

„ვფიქრობდი, რომ დაველოდებოდი მომენტს, როცა მექნებოდა ფინანსური რესურსი, რომ გადამეღო ძვირადღირებული ვიდეო, თუმცა ჩემი მსმენელის ინტერესმა გამახსენა ის, რომ მთავარი კლიპის სიმდიდრე არ არის, არამედ არის მუსიკა და ტექსტი. მთავარი ის ემოციაა, რაც ჩავდე. აუდიტორიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო, და ამან მიბიძგა, კლიპის გადაღება სპონტანურად დამეგეგმა. ერთ საღამოში და ერთ დღეში მოვახერხეთ გადაღება, ნიუ იორკში ყველაზე ცივ დღეს ამ ზამთარში. გადაღებაში დამეხმარა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მიერ ამერიკაში დაფუძნებული ფროდაქშენ კომპანია – Geoproduction. კლიპი  გადაიღო და დაამონტაჟა  ირაკლი ფაჩულიამ. ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშავე. მუსიკის ავტორია ქართველი არტისტი Saint Junkie, რომელთან არაერთ ტრეკზე მუშაობისას მითანამშრომლია და კოლაბორაციას მომავალშიც ვგეგმავთ,” – აღნიშნავს ლიზა ყენია.

ლიზა ყენიამ პროექტით Elizabeth Frisky, წელიწადნახევარში ცამეტი სიმღერა გამოუშვა. მათგან ხუთი არტისტმა მუსიკალურ კლიპებთან ერთად გამოუშვა. როგორც Billboard Georgia-სთან ინტერვიუში ლიზა აღნიშნავს, მომავლისთვის კიდევ მრავალ სიმღერას და კლიპს წარადგენს. ლიზა ყენია ამჟამად ელექტრონული მუსიკის მიმართულებითაც მუშაობს და სამომავლოდ მსმენელი ჰაუსის ჟანრში არაერთ პერფორმანსს მოისმენს, რაც ხშირად იქნება გაჯერებული მისი ვოკალით. როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში, ლაივებიც იგეგმება, სადაც აუდიტორიის წინაშე ლიზა ყენია DJ Frisky-ს სახელით წარდგება .

Elizabeth Frisky (ლიზა ყენია): 

„ჩემი სამომავლო გეგმები ყოველთვის მუსიკასთან არის დაკავშირებული. მინდა, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ნაწარმოები შევქმნა და ჩემმა მუსიკამ ადამიანებს ძალა და მოტივაცია მისცეს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანის Mr. Tambourine Man-ის ორიგინალი ტექსტი 508 000 დოლარად გაიყიდა

შემდეგი სტატია

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი