Nini Iris-მა საქართველოს სახელით ევროვიზიაზე წარდგენის სურვილი გამოთქვა

ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე და ასევე ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს. ველოდები პასუხს. მიყვარხართ.“ – წერს მუსიკოსი.
Nini Iris

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, სასცენო სახელით Nini Iris, საქართველოს სახელით ევროვიზიაზე გამოსვლის სურვილი გამოთქვა.  

Nini Iris-მა ინსტაგრამის სთორიში გულშემატკივრებს მიმართა: „ჩემო უძვირფასესო ქართველებო, ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე და ასევე ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს. ველოდები პასუხს. მიყვარხართ.“  – წერს მუსიკოსი. 

„მთელი წლის მანძილზე უამრავი ადამიანი მიგზავნიდა თხოვნას, რომ ევროვიზიაზე გავსულიყავი და მეც დამაფიქრა ამ შესაძლებლობამ. ყოველთვის მზად ვარ ჩემი ქვეყნის სახელით წარვდგე მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე და ვასახელო. სიმღერა დავწერე და სურვილი მქონდა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი წარმედგინა კომიტეტის წინაშე. დემოზე მუშაობა ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყე, ნოემბერში წავიღე კალიფორნიაშიწარმატებულ პროდიუსერებთან სამუშაოდ და დეკემბრის დასაწყისში გავუგზავნე განსახილველად პირველ არხს. ამასთანავე წერილში მივუთითე რომ მზად ვიყავი სხვა კომპოზიციაზეც მემუშავა მათთან ერთად თუ გაგზავნილი არ მოეწონებოდათ. ხშირად ხდება რომ, ჯერ კანდიდატს არჩევენ და შემდეგ მუშაობენ სიმღერაზე. ორივე ვარიანტი არის ჩემთვის მისაღები. ამჟამად ველოდები მათგან პასუხს და დიდ იმედებს გამოვთქვამ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემა. თუმცა ვინც არ უნდა აირჩიონ წარმატებებს ვუსურვებ!” – აღნიშნავს Nini Iris ბილბორდ საქართველოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ  Nini Iris 2023 წელს ამერიკული „ვოისის“ მონაწილე იყო, თუმცა პროექტს ნახევარაფინალის შემდეგ გამოეთიშა.

რაც შეეხება 2025 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს, წელს მას შვეიცარია მასპინძლობს. კონკურსი 13, 15 და 17 მაისს, ქალაქ ბაზელში St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. 2024 წელს კი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი, Nemo  გახდა, სიმღერით The Code. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

შემდეგი სტატია

კატო კვარაცხელიასა და ლუკა თოფურიას პროტესტი კონცერტი წინ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი