დრეიკი ახალ სოლო ალბომს აანონსებს

რეპერი პროექტს ფანებთან „ერთი ერთზე საუბარს” უწოდებს.
დრეიკი
Carmen Mandato/Getty Images

489 დღე გავიდა, რაც დრეიკმა განაცხადა, რომ მუსიკისგან პაუზას იღებდა, რათა ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიექცია. და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ სოლო ალბომი არ გამოუცია, მისი მუსიკალური პაუზა საბოლოოს საქმიანი შესვენება აღმოჩნდა.

ახლა, როცა დრეიკი Anita Max Win ტურნეს ფარგლებში ავსტრალიაში იმყოფება,  რეპერი ყველასთვის მოულოდნელად ახალ სოლო ალბომს აანონსებს. „ვალენტინობის დღისთვის უკვე მაქვს ახალი ალბომი PARTYNEXTDOOR-თან ერთად, რომლის სახელწოდებაა $ome $exy $ongs 4 U,” – თქვა დრეიკმა ოთხშაბათის კონცერტზე. „მაგრამ საბოლოოდ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო იქნება, დრეიკი სულ მარტო, ერთი ერთზე ისაუბრებს თქვენთან. როცა ამისი დრო მოვა, მე ახალი ალბომით დავბრუნდები, რომელიც იქნება ერთი ერთზე საუბარი ყველა თქვენგანთან იმის შესახებ, რისი მოსმენაც გსურთ.”

ახალი ალბომის ანონსს აუდიტორია ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა. ეს ინფორმაცია მათთვის სიახლე იყო მას შემდეგ, რაც ცხრა თვის წინ კენდრიკ ლამარმა Not Like Us გამოსცა, რომლითაც დრეიკი მუსიკალურ ბრძოლაში დაამარცხა. მას შემდეგ რეპერი დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მან სიჩუმე დაარღვია: „ახლა 2025 წელია და დრეიკი ისევ ცოცხალია.”

ეს სიტყვები დრეიკმა ორშაბათსაც დაამტკიცა და PartyNextDoor-თან ერთობლივი ალბომის ტრეილერი გამოაქვეყნა მაშინ, როცა ჯერ 24 საათიც არ იყო გასული, რაც მასზე ლამარის გამანადგურებელმა შეტევამ Not Like Us ხუთი გრემი დაიმსახურა. „$OME $EXY $ONGS 4 U – 14 თებერვალი,” – დაწერა დრეიკმა ტრეილერზე.

The Anita Max Win ტურნეს ფარგლებში დრეიკი შემდეგ კონცერტს მელბურნში კვირას გამართავს – მაშინ, როცა კენდრიკ ლამარი Halftime Show-ზე წარდგება და ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე Not Like Us-ს შეასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Will Kolak

ქართული ბენდი will kolak ესპანეთში Mad Cool Festival-ზე წარდგება

შემდეგი სტატია

Rihanna ახალ ანიმაციურ ფილმ Smurfs-ში სმურფეტის როლს ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი