ტომ უეიტსის მუსიკა და პოეზია ამერიკულ უსახლკარობაზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალში გაჟღერდება

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან აწუხებს ყველა უსამართლობა, მაგრამ ცუდად შეიარაღებულია იმისთვის, რომ რომელიმე მათგანი გადაჭრას,” – ამბობს მუსიკოსი.
ტომ უეიტსი დოკუმენტური სერიალისთვის Il Fattore Umano
Luigi Montebello and Davide Rinaldi

ტომ უეიტსმა თავისი შემოქმედება ამჯერად იტალიურ დოკუმენტურ სერიალში გააჟღერა. მუსიკოსის ნამუშევრები Il Fattore Umano-ს (ადამიანის ფაქტორი) ბოლო ეპიზოდს აფორმებს, რომელიც ამერიკაში უსახლკარობის ისტორიებს აღწერს.

რვანაწილიან სერიალში, რომელიც იტალიურმა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გადაიღო, გამოძიებულია ამბები, თუ როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები ავტოკრატიის, ავტორიტარული და დემოკრატიული რეჟიმების მიერაც კი. სერიალი ფოკუსირდება ყველაზე მოწყვლად ადამიანებსა და უმცირესობების წარმომადგენლებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში  ჩაგვრის მსხვერპლნი არიან. სერიალის ბოლო ეპიზოდი კი, სახელწოდებით Ultima Fermata (ბოლო გასეირნება), ღრმად იხედება ამერიკულ სიღარიბეში.

ეპიზოდში წარმოდგენილია სამხრეთის ოთხი შტატი – ტენესი, ალაბამა, მისისიპი და ლუიზიანა. ფილმის გადამღები ჯგუფი რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგზაურობს და აღმოაჩენს ღირსებასა და სოლიდარობას იმ საზოგადოებების, რომლებიც აიძულეს, ეცხოვრათ მარგინალიზებულ პირობებში, რადგან სისტემას უსაფრთხოების ქსელი არ გააჩნია. 

სწორედ ამ ადამიანების ისტორიას სდევს თან ტომ უეიტსის ხმა, რომელიც აკუსტიკური გიტარისა და ფორტეპიანოს ფონზე ასრულებს სიმღერებს და ასევე კითხულობს თავის პოემას Seeds on Hard Ground. ეპიზოდის ტრეილერს ასევე ფონად სდევს მუსიკოსის ნაწარმოები The Fall of Troy.

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან აწუხებს ყველა ის უსამართლობა, რომელშიც ვართ, მაგრამ ცუდად შეიარაღებულია იმისთვის, რომ რომელიმე მათგანი გადაჭრას,” – ამბობს მუსიკოსი განცხადებაში. „მე სამყაროს ვესაუბრები მხოლოდ იმ ერთი გზით, რომელიც ვიცი: ჩემი მუსიკით. მე არ ვერევი პოლიტიკასა თუ სამართალში და არ მაქვს პასუხები დიდ კითხვებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს. ერთადერთი, რაც შემიძლია, ეს არის, რომ ვეცადო, ჩემი სიმღერებითა და პოეზიით, სხვას შთაგონება მივცე. მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავხსნა ფანჯარა და ასევე თქვენი თვალები მცირედით მაინც, თუ ამას შევძლებ.”

სერიალის ბოლო ეპიზოდი 26 თებერვალს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Pop Shop Podcast-ში რიანას მუსიკალური გეგმები და ახალი ალბომის გამოცემის შესაძლებლობები განიხილეს

შემდეგი სტატია

Grimes Coachella-ს ფესტივალზე, 2024 წლის 14 აპრილი, კალიფორნია Matt Winkelmeyer/Getty Images for Coachella

Grimes-მა ორი აქამდე გამოუცემელი სიმღერის დემო ვერსია გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი