გიორგი მიქაძე გრემის მფლობელი ჯაზგიტარისტის ტურნეს უერთდება

ქართველი მუსიკოსი დაგეგმილი კონცერტების სიას აქვეყნებს.
გიორგი მიქაძე
photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

გიორგი მიქაძე გრემის მფლობელი ჯაზგიტარისტის, ლი რიტნაუერის საგაზაფხულო ტურნეს უერთდება. ამის შესახებ ქართველი მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს და ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების სიას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ის რამდენიმე შტატსა და ქალაქს მოიცავს. კონცერტების სერია 5 მარტს ფლორიდაში დაიწყება და 15 მარტს პენსილვანიაში დასრულდება. 

ლი რიტნაუერი 1960-იანი წლების ცნობილი ამერიკელი ჯაზგიტარისტია. ის ჯამში 16-ჯერ არის წარდგენილი გრემიზე, რომლის მფლობელიც 1985 წელს საუკეთესო ინსტრუმენტული არანჟირებისთვის გახდა. 1979 წელს გიტარისტი Pink Floyd-მა მიიწვია Run Like Hell-ის შესასრულებლად. ის ასევე უკრავს ლეგენდარული ბენდის ცნობილ ჰიტში One of My Turns.

რიტნაუერის 1981 წლის სიმღერა Is It You, ერიკ ტაგის ვოკალით, შესულია ბილბორდის პოპჩარტის მე-15, ხოლო სოულის ჩარტის 27-ე ადგილზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

შემდეგი სტატია

მაქსიმე მაჩაიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი