ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველ Halftime Show-ს Coldplay დააორგანიზებს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 2026 წლის 19 ივლისს ნიუ-ჯერსის MetLife სტადიონზე შედგება.
Coldplay
Anna Lee

Coldplay-ს ვოკალისტი კრის მარტინი „ფიფასთან” თანამშრომლობს, რათა ორგანიზება გაუკეთოს Super Bowl-ის სტილის Halftime Show-ს მომავალი წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ჩემპიონატის ფინალი 2026 წლის 19 ივლისს ნიუ-ჯერსის სტადიონზე შედგება. „ფიფა” ასევე გეგმავს მასშტაბურ ღონისძიებას Times Square-ზე, რომლის თანამასპინძლებიც აშშ, მექსიკა და კანადა იქნებიან.

„შემიძლია დავადასტურო, რომ Global Citizen-თან თანამშრომლობით ნიუ-ჯერსიში  „ფიფას” მსოფლიო ჩემპიონატის პირველი Halftime Show შედგება. ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩემპიონატისთვის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიებაა,” – დაწერა ჯანი ინფანტინომ ინსტაგრამზე. 

„ფიფას” პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, წარდგება თუ არა შოუზე თავად Coldplay, თუმცა თქვა, რომ მარტინი და ჯგუფის მენეჯერი ფილ ჰარვი ჩართული იქნებიან სხვა არტისტებთან მოლაპარაკებებში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო Coldplay-ს კრის მარტინსა და ფილ ჰარვის, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ, რათა შევადგინოთ იმ არტისტების სია, რომლებიც Halftime Show-ზე წარდგებიან.”

ინფანტინოს არ დაუზუსტებია, თუ რამდენ ხანს გასტანს შოუ და გაგრძელდება თუ არა ის ტრადიციულ 15 წუთზე დიდხანს.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის Super Bowl უკვე ათწლეულებია, რაც თავის Halftime Show-ებზე მსოფლიოს ა-კლასის ვარსკვლავებს მასპინძლობს. შოუს ბოლო ჰედლაინერი კენდრიკ ლამარი იყო. 2016 წელს კი სპორტული ღონისძიების სცენაზე თავად Coldplay წარდგა, რომელსაც ბიონსე და ბრუნო მარსი შეუერთდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი