ტომ იორკი და მარკ პრიჩარდი ახალ ალბომს აანონსებენ

„Tall Tales ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმედი მაქვს, ხალხი ამას მიხვდება,” – ამბობს იორკი.
ტომ იორკი და მარკ პრიჩარდი
Pierre Toussaint

ერთობლივი სინგლის შემდეგ ტომ იორკი და მარკ პრიჩარდი ამჯერად ალბომის გამოცემას აანონსებენ. პრიჩარდმა, რომელსაც ელექტრონული მუსიკოსობისა და პროდიუსერობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, Radiohead-ისა და The Smile-ის სოლისტთან პირველად 2016 წელს ითანამშრომლა, როცა იორკმა Beautiful People-ის ვოკალი ჩაწერა.

წყვილი ერთმანეთს 2012 წელს, Radiohead-ის ტურნეს დროს ავსტრალიაში შეხვდა, სადაც ინგლისში დაბადებული პრიჩარდი მოღვაწეობს. მათი ბოლო ერთობლივი სიმღერის, Back in the Game-ის დებიუტი კი 2024 წელს, ისევ იორკის ავსტრალიურ ტურნეში შედგა. სიმღერა ოფიციალურად თებერვალში გამოვიდა და არსებული ინფორმაციით, ახალ ალბომშიც შევა. Tall Tales 9 მაისს გამოვა.

ალბომის დაანონსება დაემთხვა წყვილის ახალი სიმღერის გამოსვლას – This Conversation Is Missing Your Voice, რომელსაც თან ახლავს ჯონათან ზავადას მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი. კლიპი, ისევე, როგორც Back in the Game-ის ვიზუალი, არის ნაწილი ზავადას მიერ გადაღებული ფილმისა, რომლის ჩვენებაც უახლოეს მომავალში დაანონსდება. 

„კარანტინის პერიოდში მარკმა MP3 ფაილების დიდი მოცულობა გამომიგზავნა,” – ამბობს იორკი. „იქ იმდენი შესანიშნავი რამ იყო, მაშინვე მივხვდი, რომ თავი უნდა დამენებებინა, რასაც იმ მომენტში ვაკეთებდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ ადგილას აქამდე არასდროს ვყოფილვარ –  მაშინ, როცა ყურსასმენებს ვიკეთებდი და ვოკალისა და სიტყვების პოვნას ვცდილობდი და მაშინაც, როცა ჯონათანი სრულიად სპონტანურად გამომეხმაურა თავისი ვიდეოების იდეებით. იღბლიანი ვარ, რომ ამ ყველაფერში მივიღე მონაწილეობა. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა საბოლოო შედეგი. Tall Tales ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმედი მაქვს, ხალხი ამას მიხვდება.”

Tall Tales-ის გამოცემა ტომ იორკის განსაკუთრებით ნაყოფიერ წელიწადს მოჰყვება. 2024 წლის იანვარში The Smile-მა გამოუშვა მეორე ალბომი Wall of Eyes, რომელსაც ოქტომბერში მესამე ალბომი – Cutouts  მოჰყვა. ჩანაწერები Billboard 200-ის 42-ე და 52-ე ადგილებზე მოხვდა. აპრილში კი იორკმა დენიელ ლუჩეტის ფილმის, Confidenza-ს საუნდტრეკიც გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტინა ნოულზის თქმით  “Beyoncé-მ გადაწყვიტა, კინოში მოღვაწეობა აღარ გაეგრძელებინა“

შემდეგი სტატია

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი